დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ორშ. 8 აგვისტო

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას და მხიარულ წვეულებას მოგიტანთ. მოერიდეთ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას და თუ შესაძლებელია, ეს ღონისძიება რამდენიმე დღით გადადეთ. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მარტივია, მაგრამ მოგებიანი. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

კურო

ამ დღეს ზედმეტი თავდაჯერების გამო შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ნებისმიერ გაუგებრობას გააქრობს და ურთიერთობის აღდგენაში დაგეხმარებათ. თუ თავშეკავებას გამოიჩენთ და არ აჩქარდებით, ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ..

ტყუპები

მშვიდი და არაფრით გამორჩეული დღეა. თუ შესაძლებელია, ეცადეთ მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. რომანტიკული განწყობა მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაში ხელს გიშლით. გავლენიან ადამიანთან შეხვედრა თქვენს პოზიციებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

მშვენიერი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ეცადეთ, საკუთარი მიზნები და ამოცანები ნათლად და ყველასთვის გასაგებად გამოხატოთ. თქვენი ინიციატივა და ახალი იდეები საყოველთაო მოწონებას დაიმსახურებს.

ლომი

ამ დღეს შეგიძლიათ, ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. საქმე, რომელიც უიმედო და არაფრის მომცემი გეგონათ, შემოსავალს მოგიტანთ. გირჩევთ, უფროსთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.

ქალწული

არ იდარდოთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. კარგი დროა მრავალმხრივი კომუნიკაციისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. დროა მავნე ჩვევებზე უარტი თქვათ და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.

სასწორი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. თუ სამსახურში დაგვიანება ჩვევად გექცათ, დროა, საიმედო მაღვიძარა შეიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელფასის მომატებაზე არ უნდა იოცნებოთ.

მორიელი

პლანეტების განლაგება თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრა უჩვეულოდ ვნებიანი იქნება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური კვლევებისა და ერთობლივი ღონისძიებებისთვის, თუმცა, ინდივიდუალური შემოქმედება წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, დილიდან სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანთან.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, მაგრამ მოახლოებული შვებულებისთვის მზადებაში დაიხარჯება.

მერწყული

ჰარმონიული კოსმოსური ვითარება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ. ნუ დაივიწყებთ ადამიანს, რომელიც რთულ დროს დაგეხმარათ - ამჯერად დახმარება მას სჭირდება და იმედი არ გაუცრუოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა მივლინებისა და მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. ახლობელი ადამიანი საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებათ. დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და იმუნიტეტის ამაღლებაზე იფიქროთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge