Fun-ტესტი

რაზე მიანიშნებს გაუცნობიერებელად დახატული ფიგურები? (ტესტი)

fun time

14:00 ორშ. 4 აპრილი, 2022 წელი

უნებლიე ჩანახატები

14
დაკოპირებულია

ყვავილები, გულები, ხვეულები, ფისოები, თვალები – რას არ ხატავენ ადამიანები ტელეფონზე საუბრის ან თათბირზე ჯდომის დროს. ხატავენ და ხშირად ვერც ხვდებიან, რომ მათი „შედევრები“ შეიძლება ფსიქოლოგიისა და გრაფოლოგიის მიერ შეფასდეს.

სწორი ხაზებით შექმნილი ფიგურები

არ აქვს მნიშვნელობა, როგორია ნახატი: 3D-ში შექმნილი მოცულობითი ფიგურა თუ პრიმიტიული. კვადრატები-მართკუთხედები-სამკუთხედები მეტყველებენ, რომ მათი ავტორი ძალიან ორგანიზებული პიროვნებაა.

თუ გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთს ფარავს და ერთი მეორეზე გადადის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ავტორს პრობლემური სიტუაციიდან გამოსავლის მონახვა გართულებული აქვს.

უნდა შეფასდეს ხაზების სისქეც – სქელი, მკაფიო შტრიხები მეტყველებს, რომ „მხატვარი“ მიზანმიმართული ადამიანია და ხშირად აღწევს საწადელს.

თუ ფანქარზე დიდი დაწოლაა და სურათი თითქოს ჩაბეჭდილია ქაღალდში, მაშინ მისმა ავტორმა უნდა ისწავლოს მოდუნება და სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით შეკრული მუშტებით იმოძრაოს დასახული მიზნისკენ.

ყვავილები-ხვეულები

ვარდების თაიგულებს, ფერად გვირილებს და სხვა ყვავილებს ხატავენ გულისხმიერი და კომუნიკაბელური ადამიანები.

მათთან კომფორტულია სამსახურებრივი პრობლემების განხილვა, სიცილი და ჭორაობაც კი.

დააკვირდით ნახატის დეტალებს: რაც უფრო დაწვრილებით არის შესრულებული ნახატი, მით მრავალმხრივი ინტერესები აქვს მის ავტორს.

თუ კომპოზიციაში, ყვავილების გარდა, არის ბალახი ან ხეები, მაშინ, დიდი ალბათობით, თქვენ წინ ძალიან პოზიტიური ადამიანია.

აბსტრაქციონიზმი

ნახატებს კანდინსკის ან მალევიჩის სტილში ხატავენ კრეატიული ადამიანები, რომლებსაც სულაც არ სურთ მოსაწყენი საქმეების კეთება. აბსტრაქტული ჩანახატები საკმაოდ ეფექტური საშუალებაა სტრესთან ბრძოლაში.

რაც უფრო ფანტაზიით სავსეა ნახატი, მით უფრო ემოციურია მისი შემქმნელი. კრეატიული ნახატების ავტორებს არ უყვართ, როდესაც ვინმე ცდილობს მათი ჩანაფიქრების გაგებას – მათ ურჩევნიათ, თავისი ფიქრები და აზრები თავისთვის შეინახონ.

თვალები

ადამიანები, რომლებიც თვალებს ხატავენ, სხვებზე მეტად მიდრეკილები არიან ფილოსოფიური ფიქრებისკენ.

მათ მიერ დახატული თვალი მეტყველებს, რამდენად არის ადამიანი კმაყოფილი თავისი სამსახურით. თუ ნახატი ფურცლის ზედა კიდესთან არის, მაშინ მისი ავტორი კმაყოფილია პერსპექტივით ან საინტერესო პროექტით თუ დავალებით. იმ შემთხვევაში, თუ ნახატი ქვედა ბოლოსკენ არის გაკეთებული, მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ახლანდელი საქმე ნახატის ავტორს არ აღაფრთოვანებს.

ამის გარდა, ამ ნახატით შესაძლოა, ვიმსჯელოთ ტემპერამენტზეც – მარცხნივ თვალებს ხატავენ დინჯი ადამიანები, თუმცა ისინი ყველაფერს საფუძვლიანად აკეთებენ. მარჯვნივ – პირიქით, ადამიანი-ენერჯაიზერები, რომლებსაც ყველაფერი სწრაფად გამოსდით.

კატა/ცხოველები

ადამიანი, რომლის რვეულშიც თათბირის შემდეგ ზოოპარკი ჩნდება, როგორც წესი, კარგი გუნდური მოთამაშეა, რომელიც თავის თავზე ფიქრობს, როგორც ერთი დიდი მთლიანის ნაწილზე. ასეთმა ადამიანებმა იციან მოსმენა, დახმარება და ლიდერის თანადგომა.

თუ უფრო კონკრეტულად განვიხილავთ, მაშინ: დახატული კატა იმის ნიშანია, რომ ადამიანს სიახლოვე არ ჰყოფნის, ჩიტები თავისუფლების სურვილზე მეტყველებს, ნიანგები - ძალაუფლების წყურვილზე, სპილოები კი - კარგ თვითშეფასებაზე.

გულები

გული, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფიგურაა.

დააკვირდით გულის ფორმას:

რაც უფრო მომრგვალებული და დიდი ზომის გულია, მით ემოციურია ნახატის ავტორი;

თუ მთელი სურათი გულებით არის დაფარული, მაშინ ავტორი ზემგრძნობიარე პიროვნებაა, რომელსაც უყვარს გაბუტვა და თან ხშირად ამას უმიზეზოდ აკეთებს;

თუ ნახატი სქემატურად არის შესრულებული – ცალკეული შტრიხებით, მაშინ თქვენ წინაშე აგრესიისკენ მიდრეკილი პიროვნებაა, რომელიც ყოველთვის, პირველ რიგში, თავის თავზე ფიქრობს;

გულის ფორმა უფრო სამკუთხედს წააგავს, ვიდრე წრეს? ამ ესკიზის ავტორი უკრძალავს თავის თავს სისუსტეების გამოვლენას სხვების წინაშე.

დაბოლოს – წარწერა

თუ ადამიანი განუწყვეტლივ თავის სახელს წერს – არ ელოდოთ მისგან მეგობრულ თანადგომას, რადგანაც ეს ძლიერი ეგოიზმის ნიშანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი