Fun-ტესტი

რომელია ბავშვის ნამდვილი დედა?

fun time

14:00 ორშ. 25 აპრილი, 2022 წელი

რომელია დედა?

14
დაკოპირებულია

შეხედეთ სურათს. ორ ქალი ერთმანეთის პირისპირ ზის, მათ შუაში კი ბავშვი თამაშობს. როგორ ფიქრობთ - ამ ორი ქალიდან რომელია ბავშვის დედა?

თუკი მარჯვენა ქალი აირჩიეთ...

ეს იმას ნიშნავს, რომ, ისევე როგორც გამოკითხულთა 70%-მა, არასწორი პასუხი გაეცით. პასუხის მიხედვით თქვენ კარგი შესაძლებლობები გაქვთ. თქვენი იდეები ხალასი, ორიგინალური და მიმზიდველია. შემოქმედი ადამიანი ბრძანდებით და კარგი წარმოსახვის უნარი გაქვთ.

შეგიძლიათ მოსმენა და წინადადებების წამოყენება. მეგობრებს სჭირდებით, იმიტომ რომ თქვენს სიტყვებში ბევრი სიბრძნეა. შეგიძლიათ სულით დაცემულთა გამხნევება. მგრძნობიარე ბრძანდებით. ასევე, ძალიან მიზანმიმართული და დაღვინებულიც.

თუკი მარცხნივ მჯდომი ქალი აირჩიეთ...

გილოცავთ - ძლიერი ინტუიცია გაქვთ. თქვენ იმ 30%-ს მიეკუთვნებით, ვინც ეს ტესტი გაიარა და მასზე ზუსტი პასუხის გაცემა შეძლო.
თქვენი არჩევანის მიხედვით, არასდროს ნებდებით. ყოველთვის პრობლემის უკეთეს გადაწყვეტას ეძებთ და არ გეშინიათ წინააღმდეგობების, ვინაიდან მათი გადალახვით იზრდებით.

ცდილობთ, ყველაფერში პოზიტივი დაინახოთ, არ გეშინიათ რისკისა და ცვლილებების. თუმცა უმცირეს დეტალებსაც კი აანალიზებთ, რადგან შეცდომის დაშვება არ გსურთ.
ჯერ ფიქრობთ, შემდეგ მოქმედებთ და ცდილობთ, ამ დროს არავის აწყენინოთ. ინიციატივიანი და მომთხოვნი ბრძანდებით.
კარგად მოგეხსენებათ საკუთარი ძლიერი მხარეების შესახებ და მათ სრულად გამოყენებას ცდილობთ.
კარგი მეგობარი ბრძანდებით და ამიტომაც ყოველთვის მეგობართა წრეში იქნებით. ისინი გენდობიან და სჯერათ თქვენი.


სწორი პასუხი:

მარჯვნივ მჯდომი ქალი გასწორებული ფეხებით ზის, თითქოს თავს იცავსო.
მარცხნივ მჯდომი ისეთ პოზაშია, თითქოს მზადყოფნაშია ბავშვის დასახმარებლად.
ბავშვი კი თამაშის დროს ყოველთვის ცდილობს, სახით დედისკენ შეტრიალდეს.
ამ სამ ნიშანს სურათზე აშკარად ვხედავთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფსიქოლოგიური ტესტი - რამდენად მომთმ...

რამდენად მომთმენი ხართ?

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი

გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

ტესტი: აირჩიეთ ერთი ნახატი

ტესტი: გამოიცანით 5 წამში, რომელია...

IQ ტესტი