Fun-ტესტი

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი?

fun time

14:13 სამ. 8 დეკემბერი, 2020 წელი

შეამოწმეთ, არის თუ არა
თქვენში თავადის გენი?

14
დაკოპირებულია

უნიკალური შინაგანი თვისებები დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი უგულებელყოფა ან დავიწყება შეუძლებელია. თქვენ, უბრალოდ, ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.

შეგიძლიათ, არქივში თქვენი თავადური ფესვების დამადასტურებელი საბუთების ძებნა დაიწყოთ, თუკი 👇:

- შენობაში შესვლისას იქ მყოფთ ყოველთვის ესალმებით, ასევე ემშვიდობებით შენობიდან გამოსვლისას;

- არასდროს ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში. თუმცა შეგიძლიათ როგორც მისი დაცვა, ასევე შეცვლაც იმ შემთხვევაში, თუკი საწინააღმდეგო მხარე დამაჯერებელ დასკვნებს წარმოგიდგენთ;

- ხშირად ამბობთ მადლობას, მაშინაც კი, როცა ამის მიზეზს არ გაძლევენ;

- ხშირად საკუთარ თავზე იღებთ დანაშაულს, რადგან არ მიგაჩნიათ, რომ დამნაშავის ძებნა პროდუქტიული იქნება. თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯი - შეცდომის გამოსწორება;

- თქვენ მოგწონთ რიტორიკა და შეგიძლიათ, საკუთარი აზრი ყოველთვის ლამაზი და ზუსტი ფრაზებით გადმოსცეთ;

- თქვენთვის უთავრესია განათლება. განათლება, თქვენი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაფრის გასაღებია;

- არასდროს აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს. თუკი ასეთი რამ მოხდება, საკუთრი ნათქვამი თქვენ უფრო დაგტანჯავთ, ვიდრე ამ სიტყვების ადრესატს.

- არასდროს, არასდროს მოჰყვებით სხვის საიდუმლოს, თუკი ამით ვინმე დაზარალდება. თქვენ არასდროს იტყვით ისეთ რამეს, რასაც შეიძლება, ირიბად მაინც, „დასმენა“ ეწოდოს;

- მიიჩნევთ, რომ უხამსობაა, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ რეალურად რა ხასიათზე ხართ. მაშინაც კი, როცა უსიამოვნება გაქვთ, ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცის;

- ყოველთვის ისტუმრებთ ვალს. თავად კი ადვილად შეგიძლიათ გასესხება და არც მოიკითხავთ, რადგან თქვენთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობები;

- თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის კრიტიკულია, რადგან გიყვართ სამშობლო და თქვენთვის სულერთი არ არის, რა ეწევა მას თქვენი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ;

- თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ნაციონალობას, კანის ფერს, გენდერს, სოციალურ სტატუსს. თქვენ პიროვნების შეფასების 2 კრიტერიუმი გაქვთ - მისი მორალური თვისებები და ზნეობრივი თვისებები;

- მოგწონთ ხელოვნება. როცა არტისტიზმი გენში გაქვთ, ის აუცილებლად გამოაჩენს თავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი