სიცილის მანერა ადამიანის ხასიათს გაჩვენებთ
14:00 შაბ. 21 მაისი, 2022 წელი

თუ თქვენს თანამოსაუბრეს კარგად არ იცნობთ, გაეხუმრეთ და დააკვირდით, როგორ გაიცინებს, შემდეგ კი ქვემოთ მოყვანილი დახასიათებები გაიხსენეთ.
ხარხარი
ასეთ ადამიანებს კარგად ეხერხებათ გართობა და წვრილმანებიც კი აბედნიერებთ. შინაგანად ძალიან თავისუფლები არიან და ოპტიმისტურად აღიქვამენ მოვლენებს. უყვართ მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ხანდახან უჭირთ სამსახურზე კონცენტრაცია და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
ხითხითი
ეს სიცილი ყველაზე ხშირად თინეიჯერ გოგონებთან ასოცირდება. მოხითხითე ადამიანები ცოტათი მორცხვები და თავშეკავებულები არიან. ერიდებინ დაძაბულ სიტუაციებს. უხეშობით ადვილად ატკენთ გულს. მოხითხითეები ხანდახან ეშმაკუნები არიან.
ცხვირისმიერი სიცილი
თუ ადამიანი გულიანი გადახარხარების შეკავებას ცდილობს, ცხვირისმიერი სიცილი გამოსდის. ამ ტიპის ხალხი ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდება. ხშირად ძველმოდურები და რომანტიკულები არიან.
„ყიყინი“
„მოყიყინეები“ თავდაჯერებულები და მიზანსწრაფულები არიან. წარმატებით ასრულებენ ყველა საქმეს. უყვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
„მოგუდული“ სიცილი
არაკონფლიქტურები არიან და კარგი იუმორი აქვთ, ამიტომ მათთან ურთიერთობა ადვილია. ერიდებიან მარტოობას.
„ხიხინი“
ამ ადამიანის სიცილის მოსმენისას შეიძლება იფიქროთ, რომ ასთმური შეტევა დაემართა. „მოხიხინეები“ მეგობრებისთვის დროს ყოველთვის პოულობენ, იზიარებენ მათ ჭირს და ლხინს. ცდილობენ, საზოგადოებაში თავშეკავებულად მოიქცნენ და არ იხუმრონ. სწორადაც იქცევიან, რადგან მათი იუმორი ბევრი ადამიანისთვის გაუგებარია.
სევდიანი სიცილი
ამ ადამიანის ცქერისას ფიქრობთ, რომ სადაცაა ცრემლები წასკდება. ისეთი განცდა გეუფლებათ, თითქოს ძალით იცინის. ამ შემთხვევაში დეპრესიულ პიროვნებასთან გაქვთ საქმე. შესაძლოა, წარსულში მან გადაიტანა ტრაგედია, რომელმაც მასზე კვალი დატოვა. მათ ხუმრობები დიდად არ მოსწონთ, მაგრამ ზრდილობის გამო იცინიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან