იცით თუ არა

9 საინტერესო ფაქტი ისრაელის შესახებ

fun time

20:20 სამ. 5 აპრილი, 2022 წელი

საინტერესო ფაქტები
ისრაელის შესახებ

14
დაკოპირებულია

ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ეს უძველესი მიწა იდუმალებით სავსეა, თუმცა ჩვენ მხოლოდ 9 ყველაზე საინტერესო ფაქტის შესახებ გიამბობთ.

ყველაზე პატარა მეტრო

მსოფლიოში ყველაზე პატარა მეტროს ხაზი ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქში - ხაიფაში მდებარეობს. მისი სიგრძე მხოლოდ 1,8 კმ-ია, რაც 4 გაჩერებას შეადგენს.

იარეთ ფეხით

ისრაელში ეს ადვილია, რადგან ფეხით მოსიარულეს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ქვეყნის გადაკვეთა 2 საათში შეუძლია, მაგრამ ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ქვეყნის გადასაკვეთად დაახლოებით 9 დღე დაგჭირდებათ.

ოთხი ზღვა

ისრაელის სანაპირო ზოლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარაა და 230 კილომეტრს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ქვეყანა 4 ზღვას ესაზღვრება: წითელ ზღვას, მკვდარ ზღვას, ხმელთაშუა ზღვას და გალილეის ზღვას.

უცნაური დემოკრატია

ისრაელის სახელმწიფო სისტემა დემოკრატიის პრინციპებით შეიქმნა, თუმცა, ისრაელი ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 10 ქვეყნიდან, რომელსაც არ აქვს კონსტიტუცია. უფრო სწორად - კონსტიტუცია ერთი დოკუმენტის სახით არ აქვს. ესენია დიდი ბრიტანეთი, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი, სან-მარინო, ისრაელი, ლიბია, საუდის არაბეთი. მთავარი სამართლებრივი ნორმები რეგულირდება საკანონმდებლო აქტების, დოქტრინების, სამართლებრივი წესების და სასამართლო პრეცედენტების კრებულით.

6 2000 წლის პალმა

ისრაელში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელშიც ორი ათასი წლის მცენარის თესლი ინახებოდა. თესლიდან აღმოცენდა პალმა, რომელიც დაახლოებით, 1800 წლის წინ გახმა.

აინშტაინი

1952 წელს ისრაელის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და პირველმა პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა ცნობილ ფიზიკოს ალბერტ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზა. მეცნიერმა თავაზიანი უარი განაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ ადამიანებთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა. ცნობისთვის, აინშტაინმა თავისი ყველა წერილი ებრაულ უნივერსიტეტს უანდერძა.

იერუსალიმის სინდრომი

იერუსალიმის სინდრომი ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანებს სჯერათ, რომ მათში ბიბლიური გმირის რეინკარნაცია მოხდა და სამყაროს გადარჩენის მისია ეკისრებათ. აღსანიშნავია, რომ წმინდა ადგილებთან სიახლოვის დროს დაავადებულთა მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება და აუცილებელი ხდება იძულებითი ჰოსპიტალიზაცია.

მხოლოდ ებრაელებისთვის

დაბოლოს - 18-დან 26 წლამდე ასაკის ყველა ებრაელს ისრაელში 10-დღიანი უფასო მოგზაურობა შეუძლია.

ესეც საინტერესოა 🔰

8 მკაცრი აკრძალვა ისრაელის არმიის ჯარისკაცებისთვის

ისრაელის არმიის ყველაზე ლამაზი ჯარისკაცები

ქაშერული სექსი და სიყვარულის 4 პრინციპი ებრაელებისგან

რატომ ატარებენ ებრაელები პატარა ქუდს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის