იცით თუ არა

8 მკაცრი აკრძალვა ისრაელის არმიის ჯარისკაცებისთვის

fun time

14:00 ორშ. 7 ივნისი, 2021 წელი

ისრაელის არმიის
ჯარისკაცებისთვის
დაწესებული აკრძალვები

14
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად პატარა სახელმწიფოა, ისრაელს მთელ მსოფლიოში ანგარიშს უწევენ. პატარა ისრაელმა ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმიის შექმნით შეძლო. ქვეყანა თავის ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში უდიდესი და ყველაზე დისციპლინირებული არმიის წყალობით იცავს, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია.

ვინაიდან ისრაელის შეიარაღებული ძალები მშვიდობას მხოლოდ სიზმრებში ხედავენ, „ცახალის“ ჯარისკაცები იძულებულნი არიან, სამხედრო რეგულაციების მკაცრ წესებს დაემორჩილონ, რომლებიც უცხო თვალისთვის სრულიად გაუგებარი ჩანს. ჩვენ 8 მკაცრ წესს გაგაცნობთ:

1. აკრძალულია ფოტოების გამოქვეყნება

„ცახალის“ არმიის მებრძოლს შეუძლია ფოტოსურათი სადაც უნდა და როგორც უნდა, ისე გადაიღოს, მაგრამ საჯაროდ მხოლოდ იმ ფოტოების გამოფენის უფლება აქვს, რომლებიც სამხედრო ბაზებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების გარეთ არის გადაღებული. ჟურნალისტების მიერ სამხედრო აეროდრომებსა და მძიმე ტექნიკის სიახლოვეს გადაღებული თითოეული ფოტო შეთანხმებულია სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

2. კიპასთან დაკავშირებული აკრძალვა

ებრაელები ძალიან დიდ პატივს სცემენ თავიანთი ხალხის რწმენას და ტრადიციებს. გამონაკლისს არც „ცახალის“ ჯარისკაცები წარმოადგენენ, რომლებსაც ჯარში კიპას ტარების უფლება მიეცათ (კიპა - პატარა, მრგვალი ქუდი, რომელიც კეფის ზედა ნაწილს ფარავს), მაგრამ ჯარისკაცის კიპა უნდა იყოს ყოველგვარი წარწერების და სიმბოლოების გარეშე.

3. აკრძალულია პოლიტიკური განცხადებები და დებატები

ისრაელის არმია სრულად აპოლიტიკურია, ამიტომ მის მებრძოლებს ეკრძალებათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ან საკუთარი სიმპათიების საჯაროდ გამოხატვა. „ცახალის“ ჯარისკაცებს არ შეუძლიათ პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ფეისბუკის გვერდების მოწონება და სოციალურ ქსელებში პოლიტიკური ხასიათის კომენტარების დატოვება.

4. აკრძალულია უცნობი პირის ავტომობილში ჩაჯდომა

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი პატარა ქვეყანაა, აქაც არის ადგილები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა ძნელია. ამის მიუხედავად, ჯარისკაცებს მკაცრად ეკრძალებათ უცნობი პირის ავტომობილში ჩაჯდომა. ეს აკრძალვა ტერორისტების თავდასხმის საფრთხის შემცირებისა და ჯარისკაცების უსაფრთხოებისთვის დაწესდა.

5. აკრძალულია აზარტული თამაშები

ზოგადად, ისრაელში აზარტული თამაშების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა, ხოლო სამხედროებს ბანქოს ხელში დაჭერის უფლებაც კი არ აქვთ. სამაგიეროდ, ჯარისკაცებს შეუძლიათ ნარდის, ჭადრაკისა და შაშის თამაშით გაერთონ.

6. აკრძალულია ზედა ღილის შეკვრა

ზედა ღილის შეკვრა ისრაელის არმიაში განგაშის სიგნალია. თუ ჯარისკაცი ამა თუ იმ მიზეზით ვერ ახერხებს ამხანაგებს პრობლემის შესახებ აცნობოს, საკმარისია ზედა ღილი შეიკრას და ყველაფერი ცხადი ხდება.

7. აკრძალულია სამოქალაქო ტანსაცმელი

სამხედრო სამსახურში მყოფ ადამიანებს არა მარტო ჩაცმა, სამოქალაქო ტანსაცმლის ხელში დაჭერაც კი ეკრძალებათ.

8. აკრძალულია ყურსასმენით მუსიკის მოსმენა

ისრაელის არმიის ჯარისკაცი ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს. ასე რომ, ვინც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში შედის, უნდა შეეგუოს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მუსიკის მოსმენა მხოლოდ ერთი ყურით მოუწევს.

ესეც საინტერესოა:

რატომ ატარებენ ებრაელები პატარა ქუდს?

9 საინტერესო ფაქტი ისრაელის შესახებ

ისრაელი და მისი მისტიკა

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე