იცით თუ არა

ადამიანების მსგავსად, გარდაცვლილ ნათესავს ვეშაპებიც გლოვობენ

fun time

21:31 პარ. 14 ოქტომბერი, 2022 წელი

ვეშაპის გლოვა

14
დაკოპირებულია

2018 წელს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია წყნარ ოკეანეში, ვაშინგტონის შტატის მახლობლად მობინადრე ვეშაპის, სახელად ტალეკუას შესახებ, რომელმაც მკვდარი შვილი 17 დღის განმავლობაში არ მიატოვა, არ მისცა საშუალება, რომ ფსკერზე ჩაძირულიყო  და მის სხეულს წყლის ზედაპირზე ინახავდა. 

მთელი ამ დროის განმავლობაში ვეშაპი თავის გუნდში იყო, როცა ის იღლებოდა, მას გუნდის სხვა წევრები ენაცვლებოდნენ და ახლა მათ ეჭირათ მკვდარი ვეშაპი. ტალეკუამ შვილი მხოლოდ 10 აგვისტოს, მას შემდეგ დატოვა, რაც პატარა ვეშაპის სხეულმა წყლის ზედაპირზე დაშლა დაიწყო.

მეცნიერების ვარაუდით, ვეშაპის ამგვარი საქციელი შვილის სიკვდილით გამოწვეული განცდის გამოხატულებაა. ვეშაპმა ტალეკუამ ამ 17 დღის განმავლობაში მკვდარი შვილით, საშუალოდ, 1600 კილომეტრი გაცურა.

ვეშაპების კვლევის ცენტრის დამფუძნებელმა კენ ბელკომბმა ვეშაპის ამ მოგზაურობას „სევდის ტური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ცხოველებში ასეთი ქცევა არასდროს უნახავს. მისი თქმით, 17 დღის განმავლობაში ძუძუმწოვარი სევდიან ხმებს გამოსცემდა. ის არ ჭამდა და არ ნადირობდა.

2020 წელს ტალეკუამ ჯანმრთელი შვილი გააჩინა, რომელსაც მეცნიერები ყურადღებით აკვირდებიან.

იტალიელი ბიოლოგის მელისა რეჯენტეს თქმით, ადამიანების მსგავსად, გარდაცვლილ ნათესავებს ვეშაპებიც გლოვობენ. „როდესაც ერთ-ერთი ნათესავი კვდება, ვეშაპები განიცდიან თითქმის იმავე ემოციებს, რასაც მე ან შენ ვგრძნობთ, როცა საყვარელი ადამიანი კვდება,“ - განაცხადა რეჯენტმა.

აშშ-ს ატლანტაში მცხოვრები ნეირობიოლოგი ლორი მარინო დარწმუნებულია, რომ ვეშაპებს თანაგრძნობის უნარი აქვთ და ძლიერი ოჯახური კავშირების დამყარება შეუძლიათ. ამასთან, ვეშაპების ოჯახებში მატრიარქატი სუფევს, ყველა ინდივიდი მიჯაჭვულია ერთმანეთთან და ახალგაზრდა და ჯანმრთელი მოხუცებსა და ავადმყოფებზე ზრუნავს.

ფოტოებზე ვეშაპი ტალეკუა „სევდის ტურში“

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ ერიდებიან ზვიგენები შავ ზღვას?

ქართველი ზოოლოგის დაუჯერებელი ამბავი - ცხოვრება მგლებთან

რატომ მიფრინავენ გადამფრენი ფრინველები V წყობით?

რატომ ვერ აგნებენ დაკარგული ძაღლები სახლს?

წყარო: www.cbc.ca


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რისთვის არის საჭირო სარკე ლიფტში?

რისთვის არის საჭირო სარკე
ლიფტში?

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზ...

რატომ გამოსახავდნენ
ჯადოქრებს ცოცხზე?

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?