იცით თუ არა

ისლანდია - ყველაზე სუფთა, ბედნიერი და დღეგრძელი ადამიანებით დასახლებული ქვეყანა

fun time

14:00 ხუთ. 16 მარტი, 2023 წელი

ისლანდია

14
დაკოპირებულია

ისლანდია ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა. სახელი „ისლანდია“ ითარგმნება, როგორც "ყინულის ქვეყანა" და ეს შემთხვევითი არ არის - კუნძულის დაახლოებით მეათედი მყინვარებითაა დაფარული. ჩრდილოეთით მდებარეობის მიუხედავად, ისლანდიაში საკმაოდ რბილი კლიმატია. საშუალო ტემპერატურა ზამთარში არის 0°C, ზაფხულში კი +10°C;
ახლა კი რამდენიმე საინტერესო ფაქტი ისლანდიის შესახებ: 

  1. გაეროს კვლევების მიხედვით, ისლანდია საცხოვრებლად მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა.
  2. საშუალო ხელფასის მიხედვით, ისლანდია ევროპის ქვეყნების პირველ ხუთეულშია: 2023 წლის მონაცემებით, ისლანდიაში საშუალო თვიური ხელფასია $5436 (გადასახადების შემდეგ რაც რჩება!) - ეს თანხა კომფორტულად ცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია.
  3. კადრების ყველაზე მეტი მოთხოვნაა შემდეგი მიმართულებებით: IT ტექნოლოგიები, მშენებლობა, ბიოინჟინერია, აგრარული სექტორი, ტურიზმი, და, რა თქმა უნდა, მეთევზეობა.
  4. ისლანდიელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 81 წელია, რასაც, ერთ-ერთი ვერსიით, ისლანდიის ეკოლოგიური მდგომარეობა განაპირობებს - ეს მსოფლიოში ყველაზე სუფთა ქვეყანაა, რადგან გეოთერმული წყაროებით თბება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისლანდიურ სახლებს ხელოვნური გათბობა არ სჭირდება – აქ ცხელი წყალი მილებში პირდაპირ ბუნებრივი წყაროებიდან მიედინება.
  5. ისლანდიაში 318 000 ადამიანი ცხოვრობს და მათი 65% დედაქალაქ რეიკიავიკსა და მის გარეუბნებშია გადანაწილებული.
  6. გარდა იმისა, რომ ყველაზე სუფთაა, ისლანდია ასევე ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა - ხალხი არააგრესიულია და დანაშაული იშვიათად ხდება. ქვეყნის ყველა ციხეში, ჯამში, 121 ადგილია. პოლიციას არც იარაღი აქვს და, პრინციპში, არც საქმე.
  7. ისლანდიაში არც ერთი სახეობის კოღო არ არის. მთლიანობაში კუნძულზე მხოლოდ რამდენიმე სახეობის მწერია გავრცელებული.
  8. ისლანდიას არ ჰყავს არმია, საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები, მხოლოდ - სანაპირო დაცვა. ქვეყანას იცავს ნატო, სადაც ისლანდია ერთ-ერთი პირველი გაწევრიანდა (1949 წელს).
  9. ისლანდიის პარლამენტი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში - შეიქმნა 930 წელს.
  10. ისლანდიის ეროვნული კერძებია: სვიდი (Svið) - მოხარშული ცხვრის თავი და ჰეიკარლი (Hákarl) - ზვიგენის ხორცი, რომელსაც 4-6 თვის განმავლობაში აშრობენ. და კიდევ - 2009 წლიდან ისლანდიაში მაკდონალდსი არ არის.
  11. ისლანდიის სიამაყე და ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო ლურჯი ლაგუნაა (მდებარეობს რეიკიავიკთან). ეს უნიკალური გეოთერმული ტბაა, რომელშიც წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში +37 °-ია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა