იცით თუ არა

ლიტოპსი, ანუ „ცოცხალი ქვები“ - როგორ გავახაროთ ეს უცნაური მცენარე?

fun time

19:29 ხუთ. 6 იანვარი, 2022 წელი

ლიტოპსი

14
დაკოპირებულია

თუ უცნაური მცენარეები მოგწონთ, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ლიტოპსი, იგივე „ცოცხალი ქვები“, ფორმითა და შეფერილობით უცნაური მცენარეა, რომელიც ზღაპრულად ლამაზია და შეგიძლიათ, ოთახის პირობებშიც გაახაროთ. თუმცა, ეს მარტივი საქმე არ გახლავთ - სუკულენტის მოვლისა და გამრავლების წესების ცოდნაა საჭირო.

ლიტოპსი (ლათ. Lithops) - მარადმწვანე სუკულენტი მცენარეა, რომელიც ამ დროისთვის 37-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, აფრიკის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვიან უდაბნოებშია გავრცელებული.

ლიტოპსის მიწისზედა ნაწილი ორად გაყოფილი ხორცოვანი „ფოთოლია“, რომლის შეფერილობა ნიადაგის ფერზეა დამოკიდებული - შესაძლოა, იყოს მწვანე, ნაცრისფერი ან ყავისფერი.

ზოგჯერ „ფოთოლზე“ სხვადასხვა ფერის ლაქები, ხაზები და წინწკლებიცაა გამოსახული. სწორედ ასეთი ფორმისა და შეფერილობის გამო მცენარე უდაბნოში გაფანტულ ქვებს ჩამოჰგავს, ამიტომ მას მეორენაირად „ცოცხალი ქვები“ შეარქვეს.

ლიტოპსი წელიწადში 2-ჯერ ყვავის - აგვისტოსა და ნოემბერში, თუმცა ყვავილობა ხანმოკლე აქვს და მხოლოდ 10 დღე გრძელდება. ყვავილები „ფოთლის“ გაყოფილი ნაწილიდან ამოდის და, როგორც წესი, თეთრი, ყვითელი, იშვიათად კი - ფორთოხლისფერია.

სუკულენტის მოვლა:

განათება

იქიდან გამომდინარე, რომ უდაბნოში „ბევრი“ მზეა, ჩრდილი კი - არანაირი, ლიტოპსი ოთახის პირობებშიც მთელი წლის განმავლობაში მკვეთრ განათებას საჭიროებს.
ამიტომ მცენარე ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ, ქოთანი კი დროდადრო შემოატრიალეთ, რათა მზის სხივები ყველა მხრიდან თანაბრად მოხვდეს.

ტემპერატურა

ლიტოპსი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ზაფხულში ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 22-250C-ია, მოსვენების პერიოდში კი - 15-180C.

ჰაერის ტენიანობა

ჰაერის მაღალი ტენიანობა ლიტოპსისთვის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, მაგრამ აქტიური ზრდის პერიოდში, კარგი იქნება, თუ დროდადრო მცენარის ირგვლივ ოთახის ტემპერატურის წყალს მოასხურებთ, მხოლოდ ისე, რომ თავად მცენარეს წყალი არ მოხვდეს.

მორწყვა

ლიტოპსი ძალიან აკურატულ მორწყვას საჭიროებს - ეცადეთ, მცენარე ყოველთვის ფესვებიდან მორწყოთ, ისე, რომ წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს.
მორწყვის შემდეგ სადგამზე გამოჟონილი წყალი დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.
კარგი დრენაჟისთვის კი ქოთნის ძირში მსხვილი კენჭების ან კერამზიტის ნატეხების საკმაოდ სქელი (2-3 სმ) ფენა მოაყარეთ.
მოსვენების პერიოდში (ზამთარში) მორწყვა საერთოდ შეწყვიტეთ და მხოლოდ გაზაფხულიდან (აპრილიდან) განაახლეთ.
მოსარწყავად აუცილებლად სუფთა და რბილი, ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყალი გამოიყენეთ.

განოყიერება

აქტიური ზრდის პერიოდში (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით), ლიტოპსი თვეში 1-ხელ, კაქტუსების ან სუკულენტების სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიერეთ.

ნიადაგი და გადარგვა

ლიტოპსი მხოლოდ მაშინ გადარგეთ, როცა ძველ ქოთანში თავს ვიწროდ იგრძნობს.
ეს პროცესი აუცილებლად გაზაფხულობით უნდა ჩატარდეს.
ნიადაგი ჰაერსა და წყალს ადვილად უნდა ატარებდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ფოთლოვანი მიწისგან მოამზადებთ, მეტი ფხვიერებისთვის კი ცოტაოდენ დაფხვნილ აგურს (წითელს), ქვიშას ან სუპერფოსფატსაც გადაურევთ (1 ს.კ. 5 კგ სუბსტრატზე).

გამრავლება

ლიტოპსი თესლით მრავლდება.
თესლი შეგიძლიათ, ინტერნეტით გამოიწეროთ ან მცენარის ნაყოფიდან თავად მოიპოვოთ (ლიტოპსის ნაყოფი ყვავილისგან წარმოიქმნება).
შეგროვებული თესლი ჯერ ბნელ და მშრალ ადგილას უნდა მოათავსოთ (4-6 თვით), შემდეგ წყალში დაალბოთ (3-6 საათით) და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, ტენიან ნიადაგში დათესოთ.
ნათესს ზემოდან შუშის ქილა უნდა დააფაროთ, დროდადრო კი მორწყათ და გაანიავოთ.
ნათესი პირველივე წელს არ გადარგოთ - აცადეთ, ჯერ გამოიზამთროს, გაზაფხულზე კი შეგიძლიათ, უკვე ცალკე ქოთანშიც გადაიტანოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი