ნაკიანი წელიწადი - ცრურწმენები და რეალობა
17:37 ხუთ. 7 დეკემბერი, 2023 წელი
2024 წელი ნაკიანია წელიწადია. ნაკიანი წელიწადის თებერვალი ერთი დღით მეტია, ანუ 29 დღე-ღამისგან შედგება. ასეთი რამ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება და უამრავი მინიშნება და ცრურწმენა უკავშირდება.
მოდი გავარკვიოთ, რისი გაკეთება შეიძლება ასეთ დროს და რისი არა.
ნაკიანი წელი და ცრურწმენები
ნაკიანი წელი კალენდარში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წელს, იულიუს კეისრის წყალობით გაჩნდა. მის მოახლოებასთან ერთად ბევრს შიში იპყრობდა, რადგან ითვლებოდა, რომ სწორედ ამ 366 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი უბედურება ხდება.
ნაკიანი წლის ბევრი ცრურწმენა წმინდა კასიანეს ხსენების დღეს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, მან ქრისტეს უღალატა. კასიანემ შენდობა მიიღო, თუმცა საბოლოოდ, ჯოჯოხეთის კარიბჭეს მცველად გაამწესეს, სადაც დასვენების უფლება მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ჰქონდა. ითვლება, რომ ჯოჯოხეთის ყურებით გაღიზიანებული კასიანე „დასვენების დროს“ ადამიანებს უბედურებებს მოუვლენს.
ჩვენი წარმართი წინაპრები „დამატებულ დღეს“ ავსულებს უკავშირებდნენ, რაც ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად, ეშმაკთან ასოცირებამ ჩაანაცვლა.
რატომ არ შეიძლება დაქორწინება?
არსებობს რწმენა, რომ ძველ დროში ნაკიან წელს გოგონებს საქმროს არჩევის უფლება ჰქონდათ. ამასთან, მამაკაცი შეთავაზებაზე უარს ვერ იტყოდა, ეს კი ხშირად უბედური ოჯახების შექმნით მთავრდებოდა.
ქორწილი ცხოვრების ახალი ეტაპია და ბევრი ფიქრობს, რომ ნაკიან წელიწადში ამის გაკეთება არასასურველია.
ცრურწმენების მიხედვით:
-
- ნაკიან წლის ქორწინება წარუმატებელი და ხანმოკლე იქნება.
- ნაკიან წელს დაკავშირებული ქალი და მამაკაცი ქორწინებაში უბედურები იქნებიან.
- ნაკიანი წლის ქორწინებაში დაბადებული ბავშვები სუსტები იქნებიან.
რა თქმა უნდა, ზემოთ თქმული მხოლოდ ცრურწმენაა, რადგან ბედნიერი ქორწინება სიყვარულზე, პატივისცემაზე და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული და ქორწინების თარიღი მის მომავალზე გავლენას არ ახდენს.
თუ ნიშნების მაინც გჯერათ გჯერათ, მაგრამ ქორწინებას აპირებთ, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:
- საქორწინო კაბა გრძელი უნდა იყოს და სასურველია გრძელი უკანა კალთა მოჰყვებოდეს (შლეიფი) - გრძელი კაბა ხანგრძლივ ქორწინებასთან ასოცირდება.
- საქორწინო ბეჭდის გაკეთებამდე ხელთათმანები მოიხსენით - საქორწინო ბეჭედი ხელთათმანზე ხანმოკლე კავშირის მომასწავებელია.
- ხელის მოწერის ადგილისკენ მიმავალმა უკან არ მიიხედოთ.
- ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად შეგიძლიათ ფეხსაცმელში ლითონის მონეტა დამალოთ.
- საქორწინო მაგიდის სუფრა შეინახეთ და ქორწინების ყოველი წლისთავი აღნიშნეთ. ეს ერთად ცხოვრებას გაახანგრძლივებს.
თუმცა, ნაკიანი წლის გამო ქორწილს ნუ გადადებთ - გახსოვდეთ, რომ ქორწინების ბედნიერებას და ხანგრძლივობას მხოლოდ ურთიერთპატივისცემა განაპირობებს.
ნაკიანი წელი და ეკლესია
ეკლესია ნაკიან წელს ქორწინებას არ კრძალავს, რადგან ცრურწმენა ღმერთის რწმენას ეწინააღმდეგება.
შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მარხვის და მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულების პერიოდზე.
არ არსებობს მეცნიერული ან სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნაკიან წელს დაქორწინებული წყვილების ნაკლებად ბედნიერები არიან.
ბევრი ცრურწმენა უკავშირდება 29 თებერვალს დაბადებულ ადამიანსაც
ცრურწმენის თანახმად, ამ დღეს ბავშვის დაბადებას შესაძლოა სირთულეები ახლდეს და განსაცდელით სავსე ცხოვრება ჰქონდეს.
მეორე მხრივ, არსებობენ მინიშნებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ნაკიან წელს დაბადებულ ბავშვებს უნიკალური ნიჭი და შესაძლებლობები აქვთ. სწორედ ასეთი ბავშვები ხდებიან ლიდერები და ცნობილი ადამიანები. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ გარშემო მყოფებზე და სახელმწიფოების ბედზეც კი.
დაბოლოს, ნაკიანი წელი მითებითა და ლეგენდებით მოცული დროა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანების ბედი არა კალენდარზე, არამედ გონიერებაზე, შრომისმოყვარეობაზე, ერთმანეთის მიმართ ზრუნვასა და პატივისცემაზეა დამოკიდებული.
ესეც საინტერესოა:
უზაფხულო წელიწადი - რატომ თოვდა 1816 წლის ზაფხულში დედამიწაზე?
რა მოხდება, დედამიწამ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით რომ დაიწყოს?
როგორ მოქმედებს მთვარე ადამიანის ცხოვრებაზე?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან