იცით თუ არა

რას აღნიშნავს კონიაკის ეტიკეტზე წარწერები: XO, VS, VSOP

fun time

14:00 პარ. 19 აგვისტო, 2022 წელი

საუკეთესო კონიაკი

14
დაკოპირებულია

კონიაკის მოყვარულები ამ სასმლის ხარისხსა და თვისებებში შესანიშნავად  ერკვევიან, თუმცა ყველამ არ იცის რას  აღნიშნავს ეს სიმბოლოები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ცოდნა?

თუ კონიაკის მწარმოებელი ან გამოცდილი დეგუსტატორი არ ხართ, საეჭვოა, მხოლოდ გემოთი, ფერით და არომატით დაადგინოთ მუხის კასრში მისი დაძველების დრო. არადა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული სასმელის ხარისხი და თვისებები.

სწორედ ამიტომ ყველაფერი, რაც მომხმარებელს სჭირდება, ეტიკეტზეა დატანილი. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ბრენდირებულ კონიაკს ეხება და არა იაფფასიან სასმელს, რომელიც ჯიხურში იყიდება.

ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ კონიაკის სიძველე მისი მუხის კასრში გატარებული დროით განისაზღვრება. კასრიდან მინის ჭურჭელში გადატანის შემდეგ კონიაკის „დაძველება“ წყდება, თუნდაც ბოთლში 100 წელი გაატაროს!

კონიაკისთვის სპეციალური მარკირების - XO, VSOP, VS მინიჭების პროცედურას მთელ მსოფლიოში საფრანგეთი აკონტროლებს.

როგორც ცნობილია, კონიაკის დაძველება ეტიკეტზე ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით ფასდება. ვარსკვლავების რაოდენობა შეიძლება სამიდან ხუთამდე იყოს, საიდანაც თითოეული ვარსკვლავი დალუქული მუხის კასრში გატარებულ 10 თვეს აღნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ კონიაკის დაძველების პროცესი ყოველთვის ერთი და იგივე დროს - აპრილში იწყება.

ჩვეულებრივ კონიაკს მინიმუმ, სამი ვარსკვლავი აქვს, რადგან დაძველების მინიმალური ვადა 30 თვეა, მაგრამ კონიაკის მოყვარულებისთვის დაძველებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არასაკმარისია, ამიტომ კონიაკის სამშობლოში უფრო რთული და ინფორმაციული ეტიკეტი შექმნეს.

ასე რომ, კონიაკის ეტიკეტზე დატანილი ნიშნები მომხმარებელს გადასცემს შემდეგ ინფორმაციას:

  • С (Cognac) — კონიაკი
  • Е (Special) - სპეციალური
  • О (Old) - ძველი
  • V (Very) - ძალიან
  • S (Superior) - შესანიშნავი
  • P (Pale) – ღია ფერის (Extra) – ექსტრა

საუკეთესო კონიაკი

ზოგ კონიაკზე შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების კომბინაცია შეგხვდეთ. აქ ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა, მაგალითად;

  • VS (ძალიან შესანიშნავი) არის სასმელი, რომელიც მუხის კასრში მინიმუმ 2,5 წლის განმავლობაში დაძველდა.
  • VO, რომელიც Very Old ანუ „ძალიან ძველს“ ნიშნავს აღნიშნავს, მინიმუმ, 3 წლის დაძველების კონიაკს.
  • VSOP (Very Superior Old Pale) ძალიან ძველ, ღია ფერის კონიაკს აღნიშნავს, რომელიც, სულ მცირე, 4 წლის დაძველებისაა.
  • VVSOP (Very-Very Superior Old Pale ან Grande Reserve) - ეს ძალიან ძველ, მაღალი ხარისხისა და ღია ფერის კონიაკს აღნიშნავს. ასეთი პროდუქტის დაძველების ვადა, სულ მცირე, 5 წელია.
  • XO ან Extra Old - 6 წლისა და მეტი ასაკის კონიაკი, რომელიც ყველასთვის ფუფუნებასა და წარმატებასთან ასოცირდება. XO არის კონიაკის „კარიერის მწვერვალი", რადგან იგივე აღნიშვნა აქვს 20 წლისა და მეტი დაძველების მქონე სასმელსაც.

სხვათა შორის, კონიაკის დაძველებასაც თავისი საზღვრები აქვს. საქმე ისაა, რომ დაძველების დიდი ვადები კუპაჟის გარანტია არ გახლავთ. შესაბამისად, საფრანგეთში კანონით აკრძალულია ეტიკეტის გამოყენება, რომელიც 6 წელზე მეტი დაძველების შესახებ გვამცნობს.

ცნობისათვის - ფრანგული კონიაკის ეტიკეტებზე დატანილი აღნიშვნები Extra, Napoleon ან Grand Reserve სასმელის ან ბრენდის სახელი კი არა, სასმელის ეტიკეტირებაა, რომელზედაც დაძველების ვადა და კონიაკის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მახასიათებლებია დატანილი.

ესეც დაგაინტერესებთ:

სასმელი და კერძი - გაიცანით იდეალური წყვილები

5 საინტერესო ფაქტი შამპანურის მოყვარულთათვის

რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი