იცით თუ არა

რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები?

fun time

12:14 კვი. 2 ივლისი, 2023 წელი

რატომ აქვს კურდღელს
გრძელი ყურები

14
დაკოპირებულია

კურდღელი ძუძუმწოვართა გვარის პატარა წარმომადგენელია, რომელიც სხვა ცხოველებისგან გრძელი ყურებით გამოირჩევა. 

ბევრმა არ იცის, რომ კურდღლისთვის ყურები არა მხოლოდ სმენის ორგანო, არამედ გამაგრილებელი რადიატორებიცაა. მტაცებლისგან თავის დასაღწევად, კურდღელს ბევრი სირბილი უწევს, ამიტომ გადახურების თავიდან აცილების მიზნით ძლიერი „გამაგრილებელი მოწყობილობა“ სჭირდება.

საქმე ისაა, რომ ოფლის გამოყოფის გზით ზედმეტი სითბოსგან გათავისუფლება ბევრი წყლის მოხმარებას მოითხოვს, სითბოს გაცემის ხარჯზე გაგრილება კი კურდღელს საშუალებას აძლევს, მშრალ კლიმატში ცოცხალი გადარჩეს.

კურდღელს ყურებზე მსხვილი სისხლძარღვები აქვს. როდესაც კურდღელს სითბოს დაკარგვა სჭირდება, მისი არტერიები მთელი სიმძლავრით იწყებს მუშაობას, როდესაც სითბოს შენახვა სურს, სისხლძარღვები მაქსიმალურად ვიწროვდება.

კურდღელი რაც უფრო ცხელ კლიმატში ცხოვრობს, მით უფრო მეტი სითბოს გაცემა სჭირდება, ამიტომ ყველაზე გრძელი ყურები სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრებ კურდღლებს აქვთ - მათი ყურების სიგრძე სხეულის სიგრძის ნახევარს აღწევს.

ჩრდილოეთით, არქტიკაში მცხოვრებ თეთრ კურდღელს ყველაზე მოკლე ყურები აქვს, რაც არქტიკის მკაცრ პირობებთან ადაპტაციის შედეგია.

სამაგიეროდ, ამერიკის უდაბნოებში მცხოვრებ შავ, კუდიან კურდღელს უზარმაზარი ყურები აქვს, რაც გაგრილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ესეც დაგაინტერესებთ:

რომელ ქვეყნებში და რატომ გახდა კურდღელი აღდგომის სიმბოლო?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო