იცით თუ არა

რატომ ამბობენ, რომ მარტში დაბადებულები ყველასგან გამოირჩევიან?

fun time

15:52 სამ. 4 მარტი

მარტში დაბადებულები

14
დაკოპირებულია

მეცნიერული კვლევები და სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს, რომ მარტში დაბადებული ბავშვები უნიკალურები არიან. ამ სტატიაში გიამბობთ რაში ვლინდება მათი უნიკალურობა.

მარტი გაზაფხულის პირველი თვეა — დრო, როცა ბუნება იღვიძებს. ზოგი მეცნიერის აზრით, სწორედ ამ თვეში იბადებიან ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ.

მოდი, გავიგოთ, რა განსაკუთრებული თვისებები აქვთ ამ თვეში დაბადებულებს.

ლიდერები და ხელმძღვანელები

ამბობენ, რომ მარტში იბადებიან ადამიანები, რომლებსაც მართვის უნარი აქვთ.

სტატისტიკური კვლევების თანახმად, ცნობილი და წარმატებული ადამიანების 15%-ზე მეტი მარტშია დაბადებული.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ასტროლოგია სტატისტიკას ემთხვევა — გაზაფხულის პირველ თვეებში ვერძის ნიშნით იბადებიან ადამიანები, რომლებიც ბუნებით ლიდერები არიან.

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი კვლევით დადგინდა, რომ მარტში დაბადებული ბავშვები სხვებთან შედარებით იშვიათად ავადმყოფობენ.

მარტში დაბადებულ ვერძებს ნაკლებად ემუქრებათ ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ასთმა და ახლომხედველობა.

ევროპის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტში დაბადებულ ბავშვებს სხვებთან შედარებით ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და მათ შორის სერიოზული დაავადებების შემთხვევები იშვიათია.

მხიარული ოპტიმისტები

აღმოჩნდა, რომ მარტში დაბადებული ბავშვები ოპტიმისტები არიან და წელიწადის ცივ დროს დაბადებულ ადამიანებთან შედარებით, იშვიათად განიცდიან შფოთვას. ეს ბუნებრივიცაა – გაზაფხული მზიანი და თბილი პერიოდია, რაც დადებით ემოციებს იწვევს, ხოლო ზამთარში, სუსხიანი და ბნელი დღეების გამო, დეპრესიის შანსი უფრო მაღალია.

მაღალი ადამიანები

ავსტრიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ მარტში დაბადებული ბავშვები, სხვებთან შედარებით, მაღლები იზრდებიან. ექიმების აზრით, ეს იმის დამსახურებაა, რომ გაზაფხულზე დედების ორგანიზმში მელატონინი უფრო ინტენსიურად გამომუშავდება, რაც ზრდის ჰორმონებზე დადებით გავლენას ახდენს.

სხვათა შორის, იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე დაბალი ბავშვები ოქტომბერში იბადებიან.

ღამის ცხოვრების მოყვარულები

კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ ძილისა და სიფხიზლის პერიოდებიც დაბადების თვეზეა დამოკიდებული.

მარტში დაბადებული ადამიანები ბუნებით „ღამურები“ არიან – გვიან დაძინება უყვართ, რადგან საღამოს მათი კრეატიულობა პიკს აღწევს. შესაბამისად, დილით გაღვიძება მათთვის ნამდვილი წამებაა.

ესეც დაგაინტერესებთ:

გაიგე ქალის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადამიანის ბედსა და ხასიათზე?

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბადეთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ლუდი სიცოცხლეს ახანგრძლივებს? - 5 ს...

ლუდი სიცოცხლეს
ახანგრძლივებს?

როგორ შეიძლება ეს ნივთი თქვენს წარმ...

ქაღალდის სამაგრი

ახალი კვლევა — როგორ მოქმედებს სიცი...

სიცივე და ადამიანის
შინაგანი მდგომარეობა

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

ვინ და როდის გამოიგონა
ცხვირსახოცი?

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?