იცით თუ არა

რატომ არ ამოსდის სფინქსის კატას ბეწვი?

fun time

15:01 ოთხ. 7 სექტემბერი, 2022 წელი

კანადური სფინქსი

14
დაკოპირებულია

სფინქსის ჯიშის კატა 1966 წელს, კანადაში, ტორონტოში შეიქმნა. ეს დამახასიათებელი იერის მქონე, უბეწვო კატა ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს კი მისი დანახვაც კი შიშის ზარს სცემს. საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო ასეთი ჯიშის შექმნა? 

 

მიიჩნევა, რომ სფინქსის ჯიშის კატა სრულიად ჰიპოალერგიულია, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან ალერგიას ცხოველის ქერტლი იწვევს და არა ბეწვი. რა თქმა უნდა, ბეწვის არარსებობამ შეიძლება ალერგიული რეაქცია შეამციროს, მაგრამ მთლიანად ვერ გააქრობს.

ვცადოთ, გავარკვიოთ, რატომ არ აქვთ სფინქსის ჯიშის კატებს ბეწვი?

უჩვეულო კატა

სფინქსის ჯიშის კატებს თავდაპირველად კანადური უბეწვოს სახელით მოიხსენებდნენ, რადგან პირველი სფინქსის კნუტი ტორონტოში, 1966 წელს დაიბადა. მოგვიანებით გაირკვა, რომ უბეწვო კნუტი, სახელად black plum (შავი ქლიავი) ბუნებრივი გენეტიკური მუტაციის შედეგი იყო. სწორედ მან დაუდო სათავე უბეწვო კატების მოშენების პროგრამას.

მუტაცია, რომელიც "გამელოტებას" იწვევს, თმის ფოლეკულის ცილოვანი კერატინით მომარაგებას უკავშირდება. ამ დროს ბეწვი ყალიბდება, მაგრამ მას გაცილებით სუსტი სტრუქტურა აქვს და ადვილად ზიანდება.

მაინც რატომ გადაწყვიტეს მეცნიერებმა უბეწვო ფისოების გამრავლება?

ითვლება, რომ მათი მიზანი გენეტიკურად ძლიერი, დიდი ჰიბრიდული პოტენციალის მქონერ კატის გამოყვანა იყო. ფაქტობრივად, ეს ახალი, ძლიერი კატაა, რომელსაც სერიოზული დაავადებები და გენეტიკური პრობლემები არ ემუქრება.

როგორ იტანენ სიცივეს უბეწვო კატები?

რა თქმა უნდა, ბეწვის არარსებობა სფინქსებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოში ადაპტაციის კუთხით. დიახ, სხვა კატებთან შედარებით სფინქსებს გაციება და მზის დამწვრობა ემუქრებათ, სხვა მხრივ კი ისინი კატების ოჯახის ტიპური წარმომადგენლები არიან! მოსიყვარულეები არიან, თამაში სიამოვნებთ და, რა თქმა უნდა, პირს ხშირად იბანენ.

ასევე წაიკითეთ:

რისთვის სჭირდება კატას ულვაში?

კატები სახელმწიფო სამსახურში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით