იცით თუ არა

რატომ არ ატარებენ პრინცი უილიამის შვილები მამის გვარს?

fun time

18:00 ხუთ. 9 სექტემბერი, 2021 წელი

რატომ არ ატარებენ პრინც
უილიამის შვილები მამის
გვარს

14
დაკოპირებულია

პრინცი უილიამის ოფიციალური სახელია უილიამ არტურ ფილიპ ლუი, რაც მხოლოდ სახელების ნაკრებია. მაშ სად არის გვარი? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, რამდენიმე ძველ სამეფო წესს უნდა გადავხედოთ.

უილიამი გვარის გარეშე დაიბადა

პრინცის დაბადების მოწმობაში, სახელისა და გვარისთვის განკუთვნილ სვეტში სამეფო ოჯახის წევრებმა გაკრული ხელით ჩაწერეს - HRH Prince William Arthur Philip Louis (მისი სამეფო აღმატებულება პრინცი უილიამი, არტური, ფილიპე ლუი), რითაც მთლიანად უგულებელყვეს გვარის ჩაწერის მოთხოვნა.

იმავდროულად, ჩარლზმა თავისი სახელი მოიხსენია, როგორც მისი სამეფო აღმატებულება პრინცი ჩარლზ ფილიპ არტურ ჯორჯ უელსის პრინცი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ უილიამის სრული სახელი, ფაქტობრივად, დაბადებისთანავე შეიცვალა. ახლა, როდესაც ის კემბრიჯის ჰერცოგი გახდა (ტიტული, რომელიც დედოფალმა ელისაბედმა ქეით მიდლტონზე დაქორწინების შემდეგ მიანიჭა), უილიამს მოიხსენიებენ, როგორც „მისი სამეფო აღმატებულება პრინცი უილიამ არტურ ფილიპ ლუი კემბრიჯის ჰერცოგი“. სწორედ ასეა მოხსენებული უილიამი პრინცესა შარლოტას დაბადების მოწმობაზე.

გვარის არარსებობამ შეიძლება სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლის დროს, ასევე სამხედრო სამსახურში უხერხულობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ პრინც უილიამს რამდენიმე „სათადარიგო“ სახელი აქვს. სკოლაში სწავლის, სამეფო საზღვაო ძალებში და სამეფო საჰაერო ძალებში სამსახურის დროს უილიამი უელსელის ტიტულს იყენებდა, რადგან მამა უელსის პრინცი ჰყავს. როდესაც პრინცი პილოტად მსახურობდა, მას „უელსელ ლეიტენანტად“ მოიხსენიებდნენ.

მაუნტბატენ-უინძორი

1960 წელს დედოფალმა ელისაბენ II-მ და პრინცმა ფილიპემ გადაწყვიტეს, თავიანთი შთამომავლებისთვის სპეციალური გვარი მიენიჭებინათ. სამეფო ოჯახის ვებგვერდზე ვკითხულობთ:

„დედოფლის შთამომავლები, გარდა სამეფო აღმატებულების და პრინც / პრინცესას ტიტულის მქონეებისა ან ქალი შთამომავლებისა, მიიღებენ მაუნტბეტენ-უინძორის გვარს.“

სწორედ ამიტომ ატარებენ პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილები მაუნტბეტენ-უინძორის გვარს. ვებგვერდი განმარტავს:

„სამეფო ოჯახის წევრებს, რომლებსაც უფლება აქვთ, პრინცის ან პრინცესას ტიტული მიიღონ, გვარი არ სჭირდებათ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანს გვარი დასჭირდება (მაგალითად, დაქორწინების დროს), მაუნტბეტენ-უინძორის გვარს მიიღებს.“

საიდან გაჩნდა ეს გვარი?

უინძორი არის გვარი, რომელიც მეფე გეორ V-ის შთამომავლებს მანამდე მიანიჭა, სანამ ელისაბედ II პრინცი ფილიპის ბებიის და ბაბუის გვარს (დედის მხრიდან) მაუნტბეტენს დაამატებდა. პრინცი უილიამი მაუნტბეტენ-უინძორის გვარს იშვიათად იყენებს, თუმცა მან ეს გვარი გამოიყენა, როდესაც ფრანგულ ჟურნალ Closer–ს ქეითის ფოტოების გამოქვეყნებისთვის სასამართლოში უჩივლა. სასამართლო პროცესზე, რომელიც პრინცმა მოიგო, უილიამს და ქეითს „ბატონ და ქალბატონ მაუნტბატენ-უინძორებად“ მოიხსენებდნენ.

გაგიკვირდებათ და უილიამის შვილებს სკოლაში სხვა გვარი აქვთ! ჯორჯს, შარლოტას და ლუის სკოლაში მაუნტბატენ-უინძორების ნაცვლად, კემბრიჯელებად მოიხსენიებენ, რადგან მათი მშობლები კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია არიან.

ისინი მამის ტრადიციას აგრძელებენ, რადგან პრინც უილიამს სკოლაში სწავლის დროს მამის ტიტულით, უელსელით მოიხსენიებდნენ. ასე რომ, პრინც უილიამს გვარი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ როდესაც ის სჭირდება, უელსელს ან მაუნტბატენ-უინძორს იყენებს, ხოლო მისი შვილები კემბრიჯელის გვარს იყენებენ.

🔰:

პრინცი ფელიპეს ანდერძმა ყველა გააოცა!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი