იცით თუ არა

რატომ არის Apple-ის ვაშლი ჩაკბეჩილი?

fun time

21:13 ხუთ. 19 ოქტომბერი, 2023 წელი

რატომ არის Apple-ის ვაშლი
ჩაკბეჩილი?

14
დაკოპირებულია

ამასთან დაკავშირებით სამი ლამაზი ლეგენდა არსებობს, თუმცა Apple-ის შემთხვევას არცერთი არ შესაბამება...

Apple-ის ჩაკბეჩილი ვაშლის შესახებ პირველი ლეგენდა ბიბლიურ ცოდვას უკავშირდება, რომლის თანახმად, ადამმა და ევამ აკრძალული ხილი - ვაშლი დააგემოვნეს, მაგრამ ამას კომპანია Apple -თან არავითარი კავშირი არ აქვს.

მეორე ვერსიის თანახმად, ეს არის მინიშნება ვაშლზე, რომელიც ისააკ ნიუტონს თავზე დაეცა. ეს ვაშლი მართლაც იყო გამოსახული Apple-ის პირველ ლოგოზე, მაგრამ შემდეგ ლოგოს შემქმნელებმა მასზე უარი თქვეს: ლოგო ძალიან მძიმე, არქაული და გაუგებარი ჩანდა.

მესამე და ყველაზე საინტერესო ვერსია ალან ტიურინგს ( 1912-1954) უკავშირდება. ინგლისელი მათემატიკოსი, ლოგიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და კომპიუტერული მეცნიერი სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, გვერდით კი ჩაკბეჩილი ვაშლი ედო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტურინგი ციანიდით მოწამლეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის ექსპერტიზა არ ჩატარებულა, ითვლება, რომ ვაშლი ციანიდით იყო მოწამლული.

Apple-ის ჩაკბეჩილ ვაშლს ხშირად ტიურინგის ისტორიას უკავშირებენ და ამ ვერსიას ამყარებს Apple-ის ფერადი ლოგო, რომელიც თითქოს მხარს უჭერს ლგბტ ადამიანებს. მაგრამ ესეც მცდარი ვერსიაა.

როგორ იყო სინამდვილეში?

Apple-ის მეორე, ფერადი ლოგო დიზაინერმა რობ იანოფმა (Rob Janoff) შექმნა. მოგვიანებით იანოფმა გაიხსენა, რომ სტივ ჯობსმა სთხოვა, ლოგო მეტისმეტად მიმზიდველი და სასაცილო არ გამოსულიყო.

იანოფმა ვაშლის იდეა შესთავაზა, რადგან არ სურდა, რომ კომპიუტერი ლითონის ნაჭერთან ასოცირებული ყოფილიყო. დიზაინერი ოცნებობდა, რომ ადამიანებისთვის კომპიუტერთან ურთიერთობა მარტივი და სახალისო ყოფილიყო.

რატომ გჭირდებათ ჩაკბეჩილი? იანოფს უბრალოდ სურდა ეჩვენებინა, რომ ეს არის ვაშლი და არა პომიდორი ან ალუბალი. 1977 წელს, პრეზენტაციაზე იანოფმა ორი ვარიანტი წარმოადგინა - მთელი და ჩაკბეჩილი ვაშლი და ჯობსმა ეს უკანასკნელი აირჩია.

როცა იანოფს ეფლის ლოგოზე ეკითხებიან, ის პასუხობს, რომ ჩაკბეჩილი ვაშლი სიმბოლურად განასახიერებს ადამიანის სურვილს, მაქსიმალური ცოდნა მიიღოს კომპიუტერიდან.

კომპანია ეფლი 1976 წლის 1 აპრილს, კალიფორნიაში დაარსდა, თუმცა ბრენდი დღესაც ერთ–ერთი წარმატებული და ძლიერი კომპანიაა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.

მთავარ ფოტოზე: დიზაინერი რობ იანოფი

ესეც დაგაინტერესებთ:

ოდესღაც Apple ტანსაცმელსაც ამზადებდა

აშშ-ს დროშის დიზაინი სკოლის მოსწავლემ შექმნა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში