საკნატუნო ამბები

ოდესღაც Apple ტანსაცმელსაც ამზადებდა

fun time

15:21 ხუთ. 9 მარტი, 2023 წელი

ეფლის ტანსაცმლის
კოლექცია 1986 წ.

14
დაკოპირებულია

კომპანია Apple Inc. ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკას და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას. Apple ამზადებს პერსონალურ კომპიუტერებს და პორტატიულ მედია-პლეერებს, ასევე დაკავებულია ახალი ტექნოლოგიური კონცეფციების შექმნით, მათ შორის iPhone-ის, Apple TV-ის, Apple watch-ის და ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X El Capitan-ის დამუშავებით, თუმცა იყო დრო, როდესაც ტანსაცმელს კერავდა...

2023 წლის 5 ოქტომბერს Apple-ის თანადამფუძნებლის, თავმჯდომარისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის გარდაცვალებიდან 12 წელი შესრულდება, თუმცა ის დღემდე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერის სახელს ინარჩუნებს.

ჯობსის ყველა იდეა წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ მისმა წარმატებულმა პროექტებმა ყველა წარუმატებლობა დაჩრდილა.

ცნობილია, რომ ერთხელ Apple-ის თავმჯდომარე Sony-ს ოფისს ეწვია და მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა კორპორაციული ჩაცმის დრეს-კოდმა, სპეციალურად Sony-სთვის შექმნილი ბრენდირებული ტანსაცმლით.

Apple-ის ხელმძღვანელს მოეჩვენა, რომ კორპორაციული ჩაცმის დრეს-კოდი გუნდური სულისკვეთების გასაძლიერებლად მშვენიერი იდეაა და იაპონელ დიზაინერს ისეი მიაკეს კომპანიისთვის ბრენდირებული ტანსაცმლის ხაზის შექმნა თხოვა.

შედეგად, ადამიანებს, რომლებიც 1986 წელს Apple-ში მუშაობდნენ, Apple collection-ის საფირმო ტანსაცმელი წარუდგინეს - ნეილონის ქურთუკები მოსახსნელი სახელოებით, ჯემპრები, მაისურები და ბეისბოლის ქუდები. რა თქმა უნდა, სამოსსაც და აქსესუარებსაც Apple-ის ფერადი ლოგოები ამშვენებდა, რაც მუშებს რატომღაც არ მოეწონათ.

კატალოგის დათვალიერების შემდეგ, მათ შეთავზებული სამოსის ჩაცმაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. ასე რომ, ტანსაცმლის წარმოება დაწყებისთანავე შეჩერდა და მალევე დაიხურა.

ესეც საინტერესოა:

სად ყიდულობენ ტანსაცმელს პრეზიდენტები?

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება