რატომ არის ყულაბები უმეტესად ღორის ფორმის?
16:02 ოთხ. 5 ივლისი, 2023 წელი

„შავი დღისთვის“ ფულის მოგროვების ტრადიცია რამდენიმე საუკუნის წინ გაჩნდა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ფულს ყულაბებში აგროვებდნენ და სჯეროდათ, რომ ის ფინანსურ პრობლემებს აარიდებდა. ყულაბებს სხვადასხვა ფორმა ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე პოპულარული ღორის ფორმის ყულაბა გახლდათ. უამრავ ქვეყანაში ყულაბა დღემდე ღორთან ასოცირდება.
სად გამოიგონეს ყულაბა?
პირველი ყულაბა, ერთ-ერთი ვერსიით, გერმანიის ტერიტორიაზე, დაახლოებით მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. იმ დროს ქვეყანაში ერთგვარი, კათხის ფორმის ჭურჭელი იყო გავრცელებული, სადაც ფულს აგროვებდნენ და საჭიროების შემთხვევაში ჭურჭელს ამტვრევდნენ.
მეორე ვერსიით, ყულაბის სამშობლო ჩინეთია. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩინეთში უძველესი დროიდან განვითარებულია ფაიფურისა და კერამიკის წარმოება, რაც ყულაბის ძირითად მასალას წარმოადგენს.
რაც შეეხება ღორის ფორმის ყულაბის ტრადიცია
ეს ტრადიცია ინგლისში გაჩნდა. შუა საუკუნეებში ამ ქვეყანაში ჭურჭელი, ძირითადად, იაფფასიანი თიხისგან მზადდებოდა. ასეთ მასალას „pygg“ უწოდებდნენ, რაც ჟღერადობით „pig“-ს (ღორი) ჰგავდა.
მალე მეთუნეებმა ღორის ფორმის ყულაბების დამზადება დაიწყეს. მე-19 საუკუნეში ღორის ფორმის ყულაბები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და ჩვენამდეც მოაღწია.
ესეც დაგაინტერესებთ:
ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი
იცით თუ არა„ფულის ხე“ - მითი თუ რეალობა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან