იცით თუ არა

რატომ ატარებდა ჰიტლერი ასეთ ვარცხნილობას?

fun time

14:00 ორშ. 3 ივნისი

ჰიტლერის ვარცხნილობა

14
დაკოპირებულია

მოკლე ულვაში და მარჯვნიდან მარცხნივ გადავარცხნილი თმა ისაა, რაც მე-20 საუკუნის ნაცისტი დიქტატორის, ადოლფ ჰიტლერის განუმეორებელ სტილს ქმნის. ამ ვარცხნილობას - შუბლზე შეჭრილი თმა ანუ წინამო (чёлка, რუს.) და აპარსული საფეთქლები და კეფა - ანდერკატი (undercut) ეწოდება, მის ერთ-ერთ სტილს კი ხალხმა ჰიტლერიუგენდი ანუ ჰიტლერის ახალგაზრდობა შეარქვა და ჩვენც მასზე გიამბობთ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰიტლერიუგენდი ძალიან პოპულარული იყო ნაკლებად შეძლებულ ადამიანებში, რომლებსაც კარგი პარიკმახერის მომსახურებისთვის ფული არ ჰქონდათ. ღარიბი მოქალაქეებისთვის ვარცხნილობის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო საფეთქლებისა და კეფის აპარსვა, რადგან ასეთ მარტივ შესასრულებელ სამუშაოს შეიძლება ნებისმიერი, ყველაზე გამოუცდელი პარიკმახერიც კი გაუმკლავდეს.

იაფი ვარცხნილობა არა მარტო მუშათა კლასს, ქუჩის ბანდების წევრებსაც მოეწონათ. 1930-იან წლებში გრძელ „ჩოლკას“ და აპარსულ საფეთქლებს ატრებდნენ ნედსები - შოტლანდიელი ხულიგნები გლაზგოდან.

„ანდერკატს“ და „ჰიტლერიუგენდს“ ანიჭებდა უპირატესობას სკატლერების ბანდაც - ბიჭები და გოგოები მანჩესტერის მუშათა კლასიდან. მათ ეცვათ მძიმე, სპილენძის ბალთებით გაფორმებული ჩექმები და „კლიოში“ შარვლები.

გაპარსული საფეთქლები ამშვენებდა ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ბირმინგემელ ხულიგნებს.

***

ბანდიტების მსგავსად, ეს ვარცხნილობა აირჩია ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებისთვის (ორგანიზაცია ნაცისტურ გერმანიაში 1926 წლიდან 1945 წლამდე მოქმედებდა).

პროპაგანდისტული პლაკატებზე, რომლებიც ფაშიზმს და ფიურერის პოლიტიკას ადიდებდნენ, გამოსხავდნენ ქერა ახალგაზრდებს მოკლედ შეჭრილი საფეთქლებითა და გვერდით გადავარცხნილი გრძელი წინამოთი. ვარცხნილობა ხაზს უსვამდა დისციპლინას და თავშეკავებას, რომელიც გერმანელ ოფიცერს უნდა ჰქონოდა.

თავად გერმანელი ნაცისტების ლიდერიც ანდერკატს ატარებდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს ვარცხნილობა გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ოფიციალური სავიზიტო ბარათი გახდა.

პრეზენტაბელური გარეგნობის გარდა, მოკლედ შეჭრილი თმა ჯარისკაცებს ომის რთულ პირობებში პირადი ჰიგიენის დაცვას უადვილებდა.

***

ომის შემდეგ, ანდერკატისა და ჰიტლერის იუგენდის მოდა ფაშიზმთან პირდაპირი ასოციაციის გამო, გაქრა, ვარცხნილობის სხვადასხვა ვარიანტებმა სსრკ-მდე მაინც მოაღწია, თუმცა საბჭოთა კაცები საფეთქელზე თავზე თმას ისე მოკლედ არ იჭრიდნენ, როგორც გერმანიის ჯარში.

დღესაც სთავაზობენ სილამაზის სალონებში კლიენტებს ჰიტლერიუგენდის სტილში თმის შეჭრას. ნაცისტურ გერმანიასთან ნეგატიური ასოციაციების მიუხედავად, თანამედროვე საზოგადოებას ამ ვარცხნილობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ ცხოვრობდა ომის შემდეგ ჰიტლერის და, რომელიც ძმას აღმერთებდა

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება

ურჩხულზე შეყვარებული თოჯინა - ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ურთიერთობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპეოიდული რასის ადამიანები სხვებ...

15 საინტერესო ფაქტი თმის
შესახებ

რატომ კერავენ ჯინსის შარვალს ყვითელ...

რატომ კერავენ ჯინსის
შარვალს ყვითელი ან
ნარინჯისფერი ძაფით?

რისთვის არის საჭირო სარკე ლიფტში?

რისთვის არის საჭირო სარკე
ლიფტში?

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზ...

რატომ გამოსახავდნენ
ჯადოქრებს ცოცხზე?

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი