იცით თუ არა

რატომ ღირს შავი ხიზილალა წითელზე ძვირი?

fun time

17:30 სამ. 19 დეკემბერი, 2023 წელი

რატომ ღირს შავი ხიზილალა
წითელზე ძვირი?

14
დაკოპირებულია

ცნობილია, რომ შავი ხიზილალა წითელზე თითქმის 8-ჯერ მეტი ღირს, მაგრამ რა არის ამის მიზეზი?

პირველ რიგში, აღვნიშნოთ, რომ ხიზილალა თევზის კვერცხებია, რომელსაც ის ჩვენი სუფრის დასამშვენებლად კი არა, შთამომავლობის გასამრავლებლად დებს. თევზის ლიფსიტებზე ნუ ინერვიულებთ - ადამიანი საკვებად მხოლოდ თევზის გაუნაყოფიერებელ კვერცხებს იყენებს.

ხიზილალის შემადგენლობა:

ხიზილალა მაკრო და მიკროელემენტების საწყობია, რომელიც შეიცავს: ფოსფორს, სელენს, ფოლიუმის მჟავას, B12, E და D ვიტამინებს და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.

თუ ფიქრობთ, რომ ძვირად ღირებული შავი ხიზილალა მეტ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, ცდებით. თევზის კვერცხების შემადგენლობა ფერების მიხედვით არ იცვლება!


ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ წითელი კვერცხები ემბრიონის განვითარებისთვის შედარებით მეტ ცხიმს და ცილას შეიცავენ, ხოლო შავი კვერცხები - შედარებით მეტ რკინას.

იქნებ ფასში განსხვავება ხიზილალას ფერის დამსახურებაა?

ვნახოთ, რომელი უნიკალური ნივთიერება „აშავებს“ ჩვეულებრივ ხიზილალას?

როგორც ირკვევა, ხიზილალას შავ შეფერილობას მელანინი აძლევს - პიგმენტი, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება შეიცავს და პასუხისმგებელია სხეულში შავი ფერის ინტენსივობაზე.

მაშ, რატომ არის შავი ხიზილალის ფასი გაცილებით მეტი, თუ თითქმის არ განსხვავდება წითელი ხიზილალისგან?

საქმე ისაა, რომ წითელი ხიზილალა ორაგულისგან მიიღება, ხოლო შავი - ზუთხისგან.

თუ კიდევ ვერაფერს მიხვდით, განვმარტავთ: ტყვეობაში ორაგულის გამრავლება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ზუთხის. უფრო მეტიც, ზუთხის პირველი ქვირითობა ცხოვრების მე-12 წელს ხდება!

ასე რომ, რაც უფრო იშვიათია თევზი, მით უფრო ძვირია მისი ხიზილალა. მაგალითად, წითელ ხიზილალებში ყველაზე იაფი ვარდისფერი ორაგულის ხიზილალაა, ყველაზე ძვირი კი კიჟუჩის ორაგულის ხიზილალა.

შავი ხიზილალის შემთხვევაში თევზის ასაკიც კი მნიშვნელოვანია. ამასთან, რაც უფრო ღია ფერისაა ხიზილალა, მით უკეთესია. ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებულია 80 წლის ალბინოს ბელუგას (სვიას) ხიზილალზა. მას "ოქროს" ან "ბრილიანტის" ხიზილალას სახელით მოიხსენიებენ. ალბინოსი ბელუგა (სვია) 100 წლამდე ცხოვრობს და იზრდება 1 ტონამდე.

ოქროს ხიზილალა არა მარტო ყველაზე ძვირი, არამედ ყველაზე იშვიათიცაა. მის შესაძენად ადამიანები 4-5 წელი რიგში დგანან.
ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ხიზილალა არც ყველაზე გემრიელი და არც ყველაზე ჯანსაღია. ის ყველაზე იშვიათია და ეს მისი ერთადერთი უპირატესობაა.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ აიკრძალა თევზის ქონი საბჭოთა კავშირში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა