იცით თუ არა

როგორი იძია შური „როლს-როისზე“ ინდოელმა მაჰარაჯამ?

fun time

15:02 ორშ. 8 ივლისი, 2024 წელი

მაჰარაჯა, როლს-როისი

14
დაკოპირებულია

როლს როისი (Rolls-Royce) ლეგენდარული ავტომობილების ბრენდია, რომელიც სიმდიდრესთან და კომფორტთან ასოცირდება, თუმცა მის ისტორიაში არის ერთი სამარცხვინო ლაქა. ის კომპანიის რეპუტაციას ინდოელმა მაჰარაჯამ (ინდოეთში მთავრის უმაღლესი ტიტული) ჯაი სინგჰ ბრაბჰაკარიმ მიაყენა.

მაჰარაჯა ძალიან განათლებული ადამიანი იყო და რამდენიმე ენაზე საუბრობდა. ის დროდადრო, ევროპაში სამოგზაუროდ მიემგზავრებოდა და უბრალოდ ადამიანივით ჩაცმული პარიზის ან ლონდონის ქუჩებში დასეირნობდა.

1920 წელს, ლონდონში სეირნობისას მაჰარაჯა Rolls-Royce-ის პავილიონს ეწვია. იმ დროინდელი ბრიტანეთი ტოლერანტობით არ გამოირჩეოდა, ამიტომ როლს-როისის თანამშრომლებმა უცნობ ფერადკანიან ადამიანს გამოუცხადეს, რომ მათ მაღაზიაში რამის საყიდლად ფული არ ეყოფოდა, ამიტომ პავილიონი უნდა დაეტოვებინა.

გახსოვთ, როგორ გამოაგდეს მაღაზიიდან ჯულია რობერტსის გმირი ფილმიდან „ლამაზი ქალი“ მიუხედავად იმისა, რომ ფული ჰქონდა? მოგვიანებით მან ტანსაცმლის მაღაზიის ქედმაღალ თანამშრომლებზე შური იძია, თუმცა მაჰარაჯას შურისძიებას ვერაფერი შეედრებოდა.

სახლში დაბრუნებულმა მაჰარაჯამ მდივანს უბრძანა, პავილიონში დაერეკა და ეცნობებინა, რომ მათთან სტუმრობას სამეფო სისხლიანი ადამიანი აპირებდა.

„როლს-როისში“ საგანგებო სტუმრის მისაღებად გაემზადნენ და შესასვლელში წითელი ხალიჩა გაშალეს. ამჯერად მაჰარაჯა „როლს-როისის“ პავილიონში მთელი ამალით მივიდა. ინდოელი დიდებულის სამოსს უამრავი ბრილიანტი, მარგალიტი და ზურმუხტი ამშვენებდა. რა თქმა უნდა, პავილიონის თანამშრომლებმა უბრალოდ ჩაცმული ინდოელი მოგზაური ვერ ამოიცნეს.

იმ დროს ლონდონის პავილიონში „როლს-როისის“ უკანასკნელი მოდელის 10 მანქანა იდგა. მაჰარაჯამ ათივე იყიდა და ინდოეთში გააგზავნა.

როგორც კი ტვირთი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, მაჰარაჯამ ქალაქის მუნიციპალიტეტს მანქანების გამოყენება ნარჩენების შეგროვებისთვის დაავალა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რამაც Rolls-Royce-ს რეპუტაციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. გაყიდვები მკვეთრად დაეცა, რადგან არავის უნდოდა ეყიდა მანქანა, რომელიც ინდოეთში ნაგავს აგროვებდა.

საბოლოოდ, Rolls-Royce იძულებული გახდა, მაჰარაჯასთვის საჯარო ბოდიში მოეხადა. ამასთან, კომპანიამ ინდოელ დიდებულს კომპენსაციის სახით კიდევ 6 მანქანა გაუგზავნა და სთხოვა, რომ მანქანების ნაგვის შეგროვებისთვის გამოყენება შეეწყვიტა.

მაჰარაჯამ ბოდიში მიიღო, ინციდენტი დასრულებულად ჩათვალა და მუნიციპალიტეტს უბრძანა „როლს როისის“ მანქანები ნაგვის განყოფილებიდან გაეწვია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

ვინ და როდის გამოიგონა
ცხვირსახოცი?

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა