იცით თუ არა

რომელი ფერი არ არის მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს დროშაზე და რატომ?

funtime

15:00 კვი. 3 იანვარი

მსოფლიოს ქვეყნების
დროშები
14
დაკოპირებულია

მსოფლიოში 195 აღიარებული ქვეყანაა და თითოეულს საკუთარი დროშა აქვს. დროშები, როგორც იცით, განსხვავებულია ფერების და ფორმების მიხედვითაც, მაგრამ არის ერთი ფერი, რომელიც არცერთ დროშაზე არ შეგვხვდებათ...

მსოფლიოს არცერთი ქვეყნის დროშაზე არ არის იასამნისფერი და, აი რატომ:
საქმე ის არის, რომ ადრე ამ ფერის მოპოვება რთული იყო - იგი მიიღებოდა ოკეანეს ზოგიერთი მოლუსკის ლორწოდან. ამის გამო ამ ფერით შეღებილი სამოსი ძვირი იყო და პრესტიჟის ნიშნად მიიჩნეოდა.

იასამნისფერის მიღების პროცესი 1856 წლიდან გამარტივდა და გაიაფდა, როცა ბრიტანელმა ქიმიკოსმა უილიამ ჰენრი პერკინმა „იასამნისფერის ფორმულა“ გამოიგონა.

თუმცა 1856 წლისთვის ქვეყნების უმეტესობას უკვე ჰქონდა დროშა და მათზე, რა თქმა უნდა, არ იყო დატანილი იასამნისფერი.

სახელმწიფო დროშების დიდი ნაწილი იმდროინდელია, როცა იაფი და გამძლე საღებავი მხოლოდ სამი ფერის იყო: წითელი, ლურჯი და შავი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს 3 „ახალგაზრდა“ ქვეყანას აქვს თავის დროშებზე პატარა იასამნისფერი დეტალები, ესენია

დომინიკის თანამეგობრობა (გაეროს წევრი) - თუთიყუში👇

ნიკარაგუის რესპუბლიკა (გაეროს წევრი) - ცისარტყელას ზოლი👇

ჩრდილოეთი მარიანას კუნძულების თანამეგობრობა - გვირგვინში დეტალები👇


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა დატოვოთ აიფონი უყურად...

iphone-7

ბუშტულებიანი ცელოფანი Bubble Wrap -...

Bubble Wrap

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ...

პენტაგონის მშენებლობა

რატომ არ ამოსდით სიბრძნის კბილები მ...

მექსიკელები

რატომ მოქმედებს ალკოჰოლი სხვადასხვა...

ალკოჰოლი და იაპონელები

აშშ-ში მოქმედი კანონით, დაბადებით შ...

შშმ პირების პრობლემები

ამის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა, შოკ...

კაკაოს პლანტაციაში

როგორ იქცა 6 შვილის დედა მსოფლიოში...

იზაბელ გუდვინი, პირველი
გამომძიებელი ქალი
მსოფლიოში

8 მკაცრი აკრძალვა ისრაელის არმიის ჯ...

ისრაელის არმიის
ჯარისკაცებისთვის
დაწესებული აკრძალვები