რომელია ყველაზე ძვირფასი ტყავი მსოფლიოში?
17:20 ხუთ. 14 დეკემბერი, 2023 წელი

ზოგჯერ ადამიანები საშინლად იქცევიან! ხომ შეიძლება, რომ ხელოვნური ტყავის ან ბეწვისგან დამზადებული ჩანთა, ფეხსაცმელი ან ქურქი ატარო? რა საჭიროა საბრალო ცხოველების ხოცვა? ძვირად ღირებული ჩანთების, საფულეების, ქამრებისა და სხვა აქსესუარების დასამზადებლად უამრავ პითონს, ნიანგს, სირაქლემას, ზვიგენს, გველთევზას, ხვლიკს და ბაყაყს კლავენ.
ტყავის ღირებულებით მსოფლიოში პირველი ადგილი ნიანგის ტყავია! ნიანგის ტყავისგან დამზადებული საქონელი არა მხოლოდ ლამაზი და პრესტიჟული, არამედ ძალიან კომფორტული და გამძლეა.
ძვირფასი ტყავის მოსაპოვებლად ნიანგებს სპეციალურ ფერმებში ზრდიან.
მსოფლიოს მასშტაბით, ნიანგების ფერმები, ძირითადად, აფრიკაში, ავსტრალიაში, ტაილანდში, აშშ-სა და ინდონეზიაშია განთავსებული.
ფერმაში ძირითადად დედალ ნიანგებს აშენებენ და კვერცხის დადების შემდეგ კვერცს სპეციალურ ინკუბატორში ათავსებენ. ნიანგის კვერცხიდან გამოსავლიანობა, ძირითადად, 100%-ია.
ტაილანდში, რომელიც მსოფლიოში ნიანგის ტყავის უმსხვილესი მწარმოებელი და იმპორტიორია, ნიანგების 22 დიდი და თითქმის 1000 პატარა, არარეგისტრირებული ფერმაა.
ამ ფერმებში, დაახლოებით, 700 ათას ნიანგი იზრდება! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდის სახლები ნიანგის ტყავს ტაილანდში ყიდულობენ.
ტაილანდში არის ნიანგის ტყავის სამი კატეგორია: A, B, C.
A - ყველაზე რბილი და უმაღლესი ხარისხის ტყავია. მას იყენებენ ძვირად ღირებული ჩანთებისა და ტანსაცმლის დასამზადებლად. მისი ფასი ტაილანდში არის 450 ბატი 1 სანტიმეტრზე. მიმდინარე კურსით, ეს დაახლოებით, 20 დოლარია.
B - მაგარი ტყავი საფულეებისა და აქსესუარების დასამზადებლად. მისი ფასი ტაილანდში სანტიმეტრზე 350 ბატია, რაც დაახლოებით 10 დოლარს შეადგენს.
C - ყველაზე უხეში და მძიმე ტყავი, რომლის ფასი სანტიმეტრზე 7-8 დოლარია. თუმცა, ეს ტაილანდის ფასებია. სხვაგან ერთი ნიანგის ტყავი „შავ ბაზარზე“ 500 ევრო ღირს, ხოლო ლიცენზირებული ტყავის ფასი 1000 ევროდან იწყება.
ესეც საინტერესოა:
ახალი კვლევა: ნიანგებს შეჯვარების გარეშე გამრავლება შეუძლიათ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან