იცით თუ არა

სახამებლის 10 ჯადოსნური თვისება

fun time

12:00 სამ. 4 იანვარი, 2022 წელი

სახამებელი ყოველდღიური
წვრილმანებისთვის

14
დაკოპირებულია

რა არის სახამებელი? - ორი სიტყვით თუ ვიტყვით, სახამებელი მცენარის ძირითადი სამარაგო ნახშირწყალია, რომელიც უჯრედის ორგანოიდებში (ქლოროპლასტებსა და ამილოპლასტებში) წარმოიქმნება და ძირითადად, თესლში, ძირხვენებში, ტუბერებში, აგრეთვე ფოთლებსა და ღეროებში გროვდება. სახამებლიანი საკვები ნახშირწყლების ძირითადი წყაროა და ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს... 

თუმცა ეს ყველაფერი არაა.

სახამებელი მხოლოდ ჟელესა და პუდინგების ინგრედიენტი კი არა, უნივერსალური საშუალებაა, რომელსაც საოცარი თვისებები გააჩნია.

რისთვისაა საჭირო სახამებელი:

1. სახამებელი ფეხის სუნის გასაქრობად

სახამებელი ეფექტურად შთანთქავს უსიამოვნო სუნს. ჩაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი სპორტულ ფეხსაცმელში და მთელი ღამით დატოვეთ - დილით უსიამოვნო სუნის კვალი აღარ დარჩება.

2. სახამებელი ნიღაბი

სახამებლითა და წყლით მოამზადეთ ცოტაოდენი ფაფა და გაღიზიანებულ ან მწერის ნაკბენის ადგილზე წაისვით. დატოვეთ სანამ მთლიანად გაშრება და თბილი წყლით ჩამოიბანეთ - უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება.

3. სახამებელი ქსოვილისთვის - „სიცოცხლის“ გასახანგრძლივებლად

სახამებელი ქსოვილს იდეალურ მდგომარეობაში ინახავს. აურიეთ 1 ს.კ. სახამებელი 1 ჭიქა წყალში, ჩაასხით სპრეის ბოთლში და ამ ხსნარით დაამუშავეთ ლოგინის თეთრეული, სამზარეულოს ტილოები, მაქმანები და ა.შ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ბოთლში საყვარელი არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი დაამატოთ.

4. სახამებელი ნესტიანი წიგნების გასაშრობად

ძველი, დანესტიანებული წიგნის ფურცლებს მოაფრქვიეთ სახამებენლი და მთელი ღამით დატოვეთ. ფურცლები დაკარგავენ ნესტის სპეციფიკურ სუნს და გაშრებიან.

5. სახამებელი მინის გასაწმენდად

ჩაყარეთ მინების საწმენდ საშუალებაში 1 ჩაის კოვზი სახამებელი და კარგად შეანჯღრიეთ. ასეთი სპრეი მინებს პირვანდელ ბზინვარებას უბრუნებს.

6. სახამებელი ლაქების ამოსაყვანად

მარტივად ამოჰყავს ცხიმიანი ლაქები ხალიჩიდან და სხვა ხაოიანი ზედაპირებიდან. დალაქავებულ ხალიჩას მოაფრქვიეთ ცოტაოდენი სახამებელი, რამდენიმე საათი ასე დატოვეთ და შემდეგ მტვერსასრუტით გაასუფთავეთ. ყველაზე რთული ლაქებისთვის გამოიყენეთ სახამებლისა და ბენზინის ნარევი 1:1 პროპორციით.

7. სახამებელი ძველ სათამაშოების გასასუფთავებლად

თუ ვინტაჟური სათამაშო დათვის გარეცხვა არ შეიძლება, ჩადეთ ის პოლიეთილენის პარკში, მოაყარეთ სახამებელი და რამდენიმე საათი დატოვეთ. ამის შემდეგ სათამაშო პარკიდან ამოიღეთ და ჯაგრისით და მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

8. თმის ნიღაბი სახამებლით

მშრალი შამპუნების ძირითადი კომპონენტი სწორედ სახამებელი გახლავთ. თუ თმის დაბანას ვერ ახერხებთ და ძალიან ცოტა დრო გაქვთ, დაამატეთ სახამებელს რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი და ამ ნარევით თმის ძირები დაიმუშავეთ, შემდეგ კი ჩამოივარცხნეთ. ეს თმის მოვლის იდეალური საშუალებაა მოგზაურობის დროს.

9. სახამებელი პარკეტისთვის

თუ თქვენი იატაკი სიარულის დროს ჭრაჭუნობს, პარკეტებს შორის სახამებელი ჩაყარეთ და მომაბეზრებულ ჭრაჭუნს დაივიწყებთ.

10. სახამებელი ოფლიანობის წინააღმდეგ

დაბანილი იღლიები ალკოჰოლის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ და სახამებელი შეიფრქვიეთ - მაღალი ტემპერატურის დროსაც კი თქვენი კანი მთელი დღის განმავლობაში იდეალურად მშრალი დარჩება.

🔰:

როგორ მოვამზადოთ ბრინჯის წყალი

მზესუმზირა ჯანმრთელობისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?