სიზმრის 6 ტიპი და მათი განმარტება - როგორ წავიკითხოთ ჩვენი ქვეცნობიერის „მესიჯები“
12:00 ოთხ. 12 იანვარი, 2022 წელი
სიზმარი განცდების, ემოციების, იდეებისა და წარმოსახვის მისტიკური მონაცვლეობაა, რომელსაც ადამიანი ძილის განსაზღვრულ ფაზაში გადის. ყოველ ღამე, თვალების დახუჭვის შემდეგ საგანგებო მომზადებისა და ძალისხმევის გარეშე სხვა სამყაროში „მივემგზავრებით“. დიახ, სიზმარს ყველა ჩვენგანი ხედავს იმის მიუხედავად, შეგვიძლია თუ არა გაღვიძების შემდეგ მათი გახსენება.
სიზმრები სხვადასხვაა ხანგრძლივობისაა: ზოგი სულ რამდენიმე წამს გრძელდება, ზოგი კი 20-30 წუთსაც კი. ადამიანი ღამის განმავლობაში საშუალოდ სამ-ხუთ სიზმარს ხედავს, თუმცა მათ უმეტესობას მალევე ივიწყებს. რვასაათიანი ძილის განმავლობაში, დაახლოებით, ორი საათი სიზმრებს ვხედავთ.
ზოგიერთი სიზმარი სრულიად გასაგებია, ზოგი კი ბუნდოვანი. უფრო მეტიც, არსებობს უცნაური სიზმრები, რომლებიც გვაშინებს და გვაბნევს.
ითვლება, რომ სიზმარი არაცნობიერთან გვაკავშირებს, თუმცა როგორ გრძნობასაც არ უნდა იწვევდნენ ჩვენი სიზმრები, ისინი შეიძლება 6 ძირითად ტიპად დავყოთ.
სიზმრის ტიპის დადგენის შემდეგ მისი მნიშვნელობის გაგება და სიზმრის ახსნა ბევრად უფრო ადვილი იქნება.
👉 საინფორმაციო სიზმრები
ამ ტიპის სიზმრები მთელი დღის განმავლობაში მიღებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური ინფორმაციის დამუშავებაში გვეხმარება. ისინი ზედმეტი პრობლემებისგან გვათავისუფლებენ და ქვეცნობიერში სასარგებლო ცოდნას აგროვებენ.
ეს სიზმრები სხეულისა და გონების დასვენების საუკეთესო საშუალებაა.
ხშირად საინფორმაციო სიზმრები რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება და გასული დღის გარკვეულ ეპიზოდებს უკავშირდება.
👉 სიზმრები, რომლებიც გვასწავლის
ამ ტიპის სიზმარი ზოგიერთი მიმდინარე პრობლემის შესახებ ინფორმაციას და ცოდნას გვაწვდის, რომლის წყაროც ჩვენი ცნობიერებაა.
ზოგჯერ სიზმარი ადრე მიღებულ და კარგად დავიწყებულ ინფორმაციას გვახსენებს.
გარდა ამისა, სიზმარი შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს ან გარკვეული აღმოჩენების გაკეთებაში დაგვეხმაროს.
ამ ტიპის სიზმარში საკუთარ თავს ზოგჯერ საკლასო ოთახში, მერხთან ვხედავთ, ზოგჯერ აუდიტორიაში, სადაც ლექციას ვკითხულობთ ან მასწავლებელთან ერთად სადმე ვსეირნობთ.
👉 სიზმრები, რომლებიც პრობლემის გადაჭრის გზას გვკარნახობს
ზოგჯერ ძილის დროს ქვეცნობიერმა შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზა გვიკარნახოს.
ცნობისთვის, ბევრმა მეცნიერმა ბევრი აღმოჩენა სწორედ სიზმარში გააკეთა.
ამ ტიპის სიზმრები ჯანმრთელობის, სამსახურის და ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარებაში გვეხმარება. ისინი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ ერთი გამოკვეთილი მახასიათებელი აქვთ - თუ ღამით, შინაგანი მესიჯების ძალის უეცარმა გაცნობიერებამ გაგაღვიძათ, ეს სიზმარი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
👉 სიზმრები, რომლებიც შედეგს გკარნახობენ
წინასწარმეტყველურ სიზმრებს შეუძლიათ, რაღაც ფაქტის ან მოვლენის პოტენციური შედეგი დაგანახვოთ.
ასეთი სიზმარი გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ გონება დროის კანონებს ეწინააღმდეგება. ის სულიერი ტრანსფორმაციისა და ცნობიერების გაფართოების ძიებისკენ მოგვიწოდებს.
ამ სიზმრების დანარჩენებისგან გარჩევა ძალიან რთულია. ხშირად, გაღვიძების შემდეგ, ჩვენს მეხსიერებაში მხოლოდ სურათი რჩება, ამიტომ უბრალოდ ვგრძნობთ, რომ ის მნიშვნელოვანი იყო.
👉 წინასწარმეტყველური სიზმრები
წინასწარმეტყველური სიზმრები ადამიანის სულიერ ზრდაზეა ფოკუსირებული. ისინი მესიჯებს უფრო მაღალი დონიდან ანუ სულიდან გვიგზავნიან. ყოველი ასეთი შეტყობინება, როგორც წესი, პირადი ან კოლექტიური ხასიათისაა.
ასეთი სიზმრების შემდეგ ადამიანს შთაგონება და სულიერი სიმშვიდე ეუფლება.
👉 რეალური სიზმრები
ეს სიზმრები მჭიდრო კავშირშია ყველაფერთან, რაც ჩვენ ირგვლივ, ფიზიკურ გარემოში ხდება. ისინი პირდაპირ შეტყობინებას არ შეიცავს. თუ გვინდა ასეთი სიზმრიდან რამე ვისწავლოთ, მშვიდ და კომფორტულ გარემოში უნდა დავიძინოთ.
ჩვენი ქვეცნობიერი ისეთ გარე ფაქტორებს, როგორიცაა ძაღლის ყეფა, ტელეფონის ზარი, კაშკაშა განათება და შარდის ბუშტის სისავსის შეგრძნება, მკაფიოდ აღიქვამს. ტვინი ამ ფაქტორებს ფორმასა და ფერს აძლევს, რაც მათ სიზმრის ნაწილად აქცევს.
ასევე, დაგაინტერესებთ:
თარიღი სიზმარში - რას გვამცნობს სიზმარში ნანახი რიცხვები?
სიზმარში მოფერება - როგორ განმარტავენ ფსიქოლოგები ეროტიკულ სიზმარს?
10 საინტერესო ფაქტი სიზმრის შესახებ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან