იცით თუ არა

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

fun time

16:07 ხუთ. 30 იანვარი, 2025 წელი

ვინ და როდის გამოიგონა
ცხვირსახოცი?

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ ცხვირსახოცის შექმნის ისტორია ძველი რომიდან იწყება?

ძველი რომის კეთილშობილი მოქალაქეები კისერზე, მხარზე ან მაჯაზე სურნელოვანი ქსოვილის ნაჭერს - ორარიუმს ატარებდნენ, რომელიც ჭამის შემდეგ თითების გასაწმენდად ან დაცემინების შემდეგ ცხვირის მოსაწმენდად გამოიყენებოდა.

რენესანსის ეპოქაში ცხვირსახოცი ჯერ იტალიაში, შემდეგ საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში ულტრამოდურ აქსესუარად იქცა. როგორც წესი, კეთილშობილი მოქალაქეები თხელი ბატისტის, ლამაზად ამოქარგულ ცხვირსახოცებს სახელოში ინახავდნენ ან ქამარზე ეკიდათ.

თავდაპირველად, ცხვირსახოცები სხვადასხვა ფორმის იკერებოდა: მრგვალი, სამკუთხედი, მართკუთხედი...

ოთხკუთხა ცხვირსახოცი საფრანგეთის დედოფლის, მარი ანტუანეტის წყალობით შეიქმნა და სამუდამოდ დამკვიდრდა.

ზუსტად არავინ იცის, ცხვირსახოცი საქართველოში როდის გამოჩნდა, თუმცა მათი გამოყენება ჰიგიენურ საშუალებად მე-18 საუკუნიდან დაიწყო.

დღეს ცხვირსახოცი ორი მიმართულებით გამოიყენება: როგორც დეკორატიული აქსესუარი (კოსტიუმის ჯიბეში) და როგორც ყოველდღიური აუცილებლობა.

ფოტოზე: ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ცხვირსახოცი

იცით, რომ ჯერ სანთებელა გამოიგონეს და შემდეგ ასანთი

როგორ გამოიგონა ჩარლზ დარვინმა საოფისე სკამი?

ვინ და როდის გამოიგონა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნივთები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა „ჩაის“ იგივე „თიფის“ დ...

ვონ მოიგონა „ჩაის ფული“?

აპლოდისმენტი — როგორ გაჩნდა ტაშის დ...

აპლოდისმენტები

რას უკავშირდება ხეზე სამჯერ დაკაკუნ...

რას უკავშირდება ხეზე
სამჯერ დაკაკუნების
ტრადიცია?

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა