იცით თუ არა

რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს სხვადასხვა ფერი?

ეკო ტატულაშვილი

14:19 სამ. 8 დეკემბერი, 2020 წელი

რას აღნიშნავს ჭურჭლის
სარეცხი ღრუბელის ფერები

14
დაკოპირებულია

ოდესმე დაფიქრებულხარ, თუ რატომ აქვს ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს სხვადასხვა ფერი? შენც მარკეტინგული ხრიკი გგონია? თურმე სულაც არა - აღმოჩნდა, რომ თითოეული ფერი რაღაცას აღნიშნავს.

უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ღრუბლის ზედა ნაწილზე, შედარებით უხეშ თავზე, რომელსაც სკოჩ-ბრაიტი ჰქვია.

სკოჩ-ბრაიტის მიხედვით შესაძლებელია გაარჩიოთ, კონკრეტულად რისთვისაა განკუთვნილი ღრუბელი და რისი გახეხვა შეიძლება მისით.


კერძოდ კი, ფერების მიხედვით შეგვიძლია მისი სიუხეშის ხარისხი განვასხვავოთ. ფერები კი ყვითლიდან შავის ჩათვლით მერყეობს.

როდესაც ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს ვყიდულობთ ჩვეულებრივ მაღაზიაში, როგორც წესი, ან ყოველთვის ერთ ბრენდს ვირჩევთ, ან იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე იაფია.

თუმცა არჩევა სწორად უნდა ვიცოდეთ.
შეიძლება, თავად ღრუბლის ფერი მარკეტინგული ხრიკია, მაგრამ მისი უხეში თავი, ანუ სკოჩ-ბრაიტი უფრო მეტი ინფორმაციის მატარებელია.

ყველაზე უხეში არის შავი ფერის სკოჩ-ბრაიტი. მისით შესაძლებელია ზედაპირებიდან ჭვარტლიც კი მოაშორო. თუმცა ის არ გამოგადგებათ დელიკატური წმენდისთვის და შეიძლება ზოგიერთი ნივთი დაფხაჭნოს კიდეც.

ძირითადად, ჭურჭლისთვის განკუთვნილ ღრუბლებს მწვანე ფერის სკოჩ-ბრაიტი აქვთ, თუმცა ხანდახან წითელიც გვხვდება.

ლურჯი ზედაპირის მქონე ღრუბლით ჯამების და ქვაბების გახეხვა შეიძლება.

რაც შეეხება ვარდისფერ და ყვითელ სკოჩ-ბრაიტებს, ისინი ყველაზე დელიკატური რეცხვისთვისაა განკუთვნილი და, შესაძლებელია ამ ფერის ღრუბლებით ღვინის ნაზი, ფეხიანი ბოკლები გარეცხოთ.

აქვე რჩევა: ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებზე უამრავი ბაქტერია ბინადრობს, ამიტომაც მათი გამოცვლა ყოველ 2 კვირაშია რეკომენდებული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?