საკნატუნო ამბები

„ჩემი ცხოვრება სიკვდილის შემდეგ“ - ევერესტზე მიტოვებული ბეკ უეზერსის დაუჯერებელი ამბავი

fun time

17:31 პარ. 17 მარტი, 2023 წელი

ევერესტზე მიტოვებული
ადამიანის ისტორია

14
დაკოპირებულია

49 წლის ამერიკელი პათოლოგანატომი ბეკ უეზერსი, რომელიც ალპინიზმით 40 წლის ასაკში დაინტერესდა, ძვირად ღირებული ექსპედიციისთვის ფულს დიდხანს აგროვებდა და 1996 წელს ევერესტის მთაზე, ოცნების ასასრულებლად გაემგზავრა.  კატასტროფა 1996 წლის 10-11 მაისის ღამეს მოხდა, როდესაც ევერესტისკენ მიმავალ მთამსვლელებს თავს ქარიშხალში დაატყდათ. 

 

მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე მოხვედრა უაღრესად რთული ამოცანაა. მთაზე ასვლა ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობს: ჰაერის ტემპერატურა -60°C-მდე ეცემა, რასაც ძლიერი ქარი, ჟანგბადის სიმცირე და მზის საშიში რადიაცია ემატება და, რაც მთავარია, გარე დახმარების არარსებობა - მეჩხერი ჰაერის გამო ვერტმფრენები ასეთ სიმაღლეზე ვერ ადიან.

როცა საქმე ევერესტს ეხება, მწვერვალზე ასვლა გარკვეულწილად, იღბალზეა დამოკიდებული. თუ მწვერვალზე ასვლას ცუდი ამინდი დაემთხვა, ვერც აღჭურვილობა და ვერც ჯგუფის წევრები ვერ გიშველიან.

ისტორიის მანძილზე ევერესტზე მთამსვლელთა მასობრივი დაღუპვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაღუპულთა ცხედრების ჩამოტანა ტექნიკურად ძალიან რთულია, ამიტომ ბევრი მთამსვლელისთვის ევერესტის ყინულები უკანასკნელ განსასვენებლად იქცა.

***

ბეკ უეზერსი ექსპედიციის დაწყებისას თავს ცუდად გრძნობდა. ცოტა ხნით ადრე მას ახლომხედველობის გამო თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა და, როგორც ვარაუდობენ, ულტრაიისფერმა გამოსხივებამ ევერესტზე დროებით დააბრმავა.

ევერესტის მწვერვალამდე 400 მეტრი რჩებოდა, როდესაც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ახალზელანდიელმა მთამსვლელმა რობ ჰოლმა უეზერსს მარტო დარჩენა და დასვენება შესთავაზა.
ჰოლი დაბრმავებულ უეზერსს დაჰპირდა, რომ დაბრუნდებოდა და ქვემოთ დაშვებაში დაეხმარებოდა, მაგრამ პირობა ვერ შეასრულა...

ევერესტის მწვერვალისკენ მიმავალი მთამსვლელთა გუნდი ქარიშხალში მოჰყვა. 18 საათის განმავლობაში გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპნენ. მათ შორის იყო ჯგუფის ხელმძღვანელიც, რომელსაც უეზერსი ელოდებოდა. ამ დროს მარტო დარჩენილი უეზერსი დაღლილობისგან, ჰიპოთერმიისა და სიმაღლის ავადმყოფობისგან უკვე ბოდავდა.

***

ჯგუფის ცოცხლად დარჩენილმა წევრებმა უეზერსი უბრალოდ მიატოვეს, რადგან მკვდარი ეგონათ, მაგრამ ზოგჯერ სასწაულებიც ხდება! ბეკ უეზერსი გონზე მოვიდა და დიდი გაჭირვებით, მაგრამ პირველ ბანაკამდე დამოუკიდებლად დაეშვა.

მთამსვლელი მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იწვა. მოყინული სახე და კიდურები მთლიანად გაუშავდა, თუმცა მთავარია, რომ ცოცხალი გადარჩა!

როგორ იპოვა ექსტრემალურ პირობებში მყოფმა ადამიანმა გადარჩენის ძალა, როდესაც მასზე უფრო გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი მთამსვლელები დაიღუპნენ, უცნობია.

***

მაგრამ თავგადასავალი ამით არ დამთავრებულა.

როდესაც უეზერსის სხეულზე მოყინვის საშინელი ნიშნები დაინახეს, ჯგუფის წევრებმა ის კარავში მარტო დატოვეს, რადგან მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. უეზერსი მეორედ გაწირეს სიკვდილისთვის, მაგრამ ის მეორედაც გადარჩა!

კარავში დტოვებული უეზერსი წყალს, თბილ პლედს და შველას ითხოვდა. გარშემო უამრავი ადამიანი იყო, მაგრამ მისი ხმა ქარიშხლის გამო არავის ესმოდა.

***

მთამსვლელების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დილას უეზერსი ცოცხალი დახვდათ. მას დაეხმარნენ, რათა ქვედა ბანაკამდე მიეღწია, საიდანაც ევაკუაცია მოხდა.

უეზერსს ხელების, ფეხის თითებისა და ცხვირის ამპუტაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით ცხვირის აღდგენა შუბლის და ყურების ზონიდან აღებული ქსოვილით მოხდა.

ბეკ უეზერსი ახლახან 76 წლის გახდა. ის, ოჯახთან ერთად, აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ცხოვრობს და ექიმად მუშაობს. საშინელი ექსპედიციის გამო, რომელმაც ინვალიდად აქცია, საერთოდ არ ნანობს და ტრაგედიის დღეს თავის მეორედ დაბადებას უწოდებს.

მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია, მის შესახებ გადაიღეს ფილმი და ამ ამბავმა ცნობილი გახადა.

მისი ისტორია, მართლაც რომ, შთამაგონებელია! ადამიანი გადარჩა იმის მიუხედავად, რომ ამის შანსი თითქმის არ არსებობდა!

მაინც, რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს ორგანიზმს! მთავარია არ დანებდე!

ეს ამბებიც საინტერესოა 👇

ზღვარს მიღმა! - როგორ დაიპყრო ევერესტი უფეხებო ადამიანმა

როგორ მუშაობს ტუალეტი ევერესტზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები