იცით თუ არა

როგორ მუშაობს ტუალეტი ევერესტზე

fun time

22:06 ორშ. 16 მაისი, 2022 წელი

ტუალეტები ევერესტზე

14
დაკოპირებულია

ადამიანის ორგანიზმი ახალ პირობებს რომ შეეგუოს, ევერესტზე ასვლას საშუალოდ, 50 დღე სჭირდება. მთამსვლელების თქმით, ამ დროის განმავლობაში  არ ბანაობენ, რომ გაცივების გამო ექსპედიცია არ ჩაიშალოს. თუ დაბანის გარეშე ცხოვრება ასე თუ ისე შესაძლებელია, ტუალეტის გარეშე ვერავინ გაძლებს, ამიტომ მთამსვლელებს მისი სახელდახელო მოწყობა უწევთ. 

რაც უფრო ზევით ადის მთამსვლელების ჯგუფი, ტუალეტთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მწვავდება. მთამსვლელები ბანაკის სიახლოვეს კარავს შლიან, სადაც სპეციალური კასრი დგას. თუ მთამსვლელთა ჯგუფში ქალებიც არიან, მათთვის ცალკე კარავი კეთდება. ექსპედიციის შემდეგ სავსე კასრები სპეციალურ სამსახურს ჩამოაქვს.

7 000 მეტრის ზემოთ კასრები საჭირო აღარაა. ტუალეტის კარვებს პირდაპირ კლდის ნაპრალებზე დგამენ, რადგან ასეთი სიმაღლიდან კასრების ჩამოტანა შეუძლებელია.

კიდევ უფრო ზემოთ ასვლისას - ცნობისათვის, ევერესტის სიმაღლე 8848 მეტრია, ყველაზე მაღლი ბანაკი 7900 მეტრზე მდებარეობს. მთამსვლელები ციცაბო კლდეებზე ტუალეტის კარვებსაც კი ვერ დგამენ. ძლიერი ყინვის გამო ისინი, უბრალოდ, ცდილობენ, ღამით საძილე კარავს ძალიან არ მოცილდნენ და ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უახლოეს ლოდს ან თოვლის ზვავს ეფარებიან.

როგორც მთამსვლელები ამბობენ, ექსპედიციის დაწყებამდე სპეციალური მედიკამენტების დალევა უწევთ, რათა ექსტრემალურ სიტუაციებს ფაღარათი არ დაემატოს. კლიმატურ პირობებთან ერთად, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მთამსვლელს რამდენიმე კოსტიუმი აცვია და მათი გახდა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.

იცით თუ არა, ამის შესახებ 👇

რატომ დგას ჰოლანდიის დედაქალაქში ტუალეტები კედლების გარეშე?

რატომ არის პენტაგონში ნორმაზე ორჯერ მეტი ტუალეტი?

მომავლის ტუალეტი ბილ გეიტსისგან!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში