საკნატუნო ამბები

რატომ დგას ჰოლანდიის დედაქალაქში ტუალეტები კედლების გარეშე?

fun time

14:29 ხუთ. 13 იანვარი, 2022 წელი

სადგომი კლოზეტი
ამსტერდამში

14
დაკოპირებულია

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ნიდერლანდებში ტუალეტებისთვის ცალკე ორგანიზაცია - DTO (Dutch Toilet Organisation) ანუ ჰოლანდიური ტუალეტის ორგანიზაცია შექმნეს. კომპანიის მიზანია, ნიდერლანდებში სუფთა საზოგადოებრივი ტუალეტები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ნიდერლანდებში ტუალეტების პრობლემა განსაკუთრებით საუკუნის დასაწყისში, სხვადასხვა ფესტივალებისა და სახალხო დღესასწაულების დროს მწვავდებოდა. უფასო საზოგადოებრივი ტუალეტი ცოტა იყო და თითოეულთან გრძელი რიგი დგებოდა.

გასაკვირი არაა, რომ საყოველთაო მხიარულებისა და ლუდის დალევის შემდეგ მოქალაქეები გრძელ რიგში დგომას პირდაპირ ქუჩებში და სახლების კუთხეებში მოშარდვას არჩევდნენ. დილით ქალაქი საშინლად გამოიყურებოდა და სუნიც შესაბამისი იყო. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ მოსახლეობის დადანაშაულება არ შეიძლებოდა - ქალაქს ნამდვილად არ ჰყოფნიდა საზოგადოებრივი ტუალეტები. ბევრი ფიქრის შემდეგ DT0-მ ქალაქის ხელმძღვანელობას ქუჩებში ღია ტუალეტების დამონტაჟება შესთავაზა.

ღია ტუალეტების დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნიდერლანდების ღია ტუალეტები ჰგავს სახრახნისს ან კარუსელის ზედა ნაწილს ჰგავს. ოთხადგილიან პლასტმასის კონსტრუქციას ოთხივე მხარეს თითო პისუარი აქვს.

ბევრისთვის ასეთი საზოგადოებრივი ტუალეტი სრულიად უსარგებლო და დამამცირებელია, თუმცა, სადგომი კლოზეტის რამდენიმე უპირატესობის ჩამოთვლაც შეიძლება:

  • ბიოტუალეტებისგან განსხვავებით, იაფია როგორც წარმოების, ასევე ტრანსპორტირების მხრივ;
  • დროს ზოგავს;
  • ღია ტუალეტების უჩვეულო სტრუქტურა ტურისტებს იზიდავს. ისინი ხელიდან არ უშვებენ ამ ტუალეტებტან ფოტოს გადაღების შესაძლებლობას;
  • დაბოლოს, ის სრულიად უფასოა, როცა ნიდერლანდებში „ნორმალურ“ ტუალეტში შესასვლელად, 25 ევროცენტიდან 1 ევრომდე გადახდა მოგიწევთ.

რა თქმა უნდა, ღია ტუალეტის დიზაინში არის ხარვეზები, რადგან ის ქალბატონებისთვის აშკარად მოუხერხებელია. DTO აღიარებს, რომ ღია ტუალეტები ქალბატონებზე მეტად, რომლებიც ქუჩაში თითქმის არასოდეს ისაქმებენ, გათვლილია მთვრალ მამაკაცებზე, რომლებსაც ნებისმიერ ადგილზე მოშარდვა შეუძლიათ.

თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, ასეთი ვარიანტი ყველასთვის მისაღები არაა - რა თქმა უნდა გამვლელების დასანახად მოსაქმებას ყველა ვერ გაბედავს, მაგრამ თუ ცოტაოდენ სიმთვრალეს და სასოწარკვეთას დავამატებთ, ღია ქუჩის ტუალეტი არც თუ ისე ცუდ იდეად მოგეჩვენებათ 😄.

🔰

ბილ გეითსის „მომავლის ტუალეტი“ - მას წყალი და კანალიზაცია არ სჭირდება!

პენტაგონის საპირფარეშოები

ანტიკური რომის ტუალეტები - 10 უცნაური ფაქტი

ტუალეტის ქაღალდის პანიკა - რატომ იწყებს ხალხი ტუალეტის ქაღალდის მომარაგებას ფორსმაჟორის დროს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?