ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა, ჩარლზის გარდა? - მიზეზი, რომელსაც დედოფალი მთელი ცხოვრება ნანობდა
15:50 ხუთ. 16 მაისი, 2024 წელი

ალბათ იცით, რომ ელისაბედ მეორე, გარდა იმისა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი და დედოფალი იყო, ოთხი შვილის: ჩარლზის, ენის, ენდრიუს და ედუარდის დედაც გახლდათ.
ელისაბედმა ბრიტანეთის სამეფო კარზე არსებული ტრადიციების უარყოფა და შვილების საკუთარი რძით გამოკვება გადაწყვიტა, მაგრამ გარემოებებმა ხელი შეუშალა..
ტრადიციულად, სამეფო ოჯახის ახალგაზრდა დედები ახალშობილ შვილებს ყოველთვის ძიძებს გადასცემდნენ, თავად კი ცდილობდნენ, მშობიარობის შემდეგ ფორმა სწრაფად აღედგინათ და მოვალეობების შესრულება გაეგრძელებინათ.
ასეთი შესაძლებლობა ელისაბედ მეორესაც ჰქონდა, თუმცა, გადაწყვიტა ძიძის დახმარებაზე უარი ეთქვა და ოთხივე შვილი საკუთარი რძით გაეზარდა.
***
როგორც სამეფო ისტორიკოსი ემი ლისენსი წერს, ბრიტანეთის დედოფლები უძველესი დროიდან ცდილობდნენ მშობიარობის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდებოდნენ და მომდევნო ორსულობისთვის მზადება დაეწყოთ. ითვლებოდა, რომ ძუძუთი კვების დროს ცოლქმრული ურთიერთობა განახლება რძის შეწყვეტას იწვევდა. ელისაბედ II-მ უძველესი წესი უარყო და სამეფო კარზე დედობის ახალი ტენდენცია დაამკვიდრა.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც დედოფლის გადაწყვეტილება არ მოეწონა, მისი უმცროსი და მარგარეტი იყო. მან „უსიამოვნო“ უწოდა იმას, რომ ელისაბედი თავის პირმშოს თავად აჭმევდა.
***
ცნობილია, რომ მონარქი ქალიშვილსა და უმცროს ვაჟებს ძუძუთი დიდხანს კვებავდა, თუმცა პრინცი ჩარლზის კვება დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, წითელათი ინფიცირების გამო შეწყვიტა.
ექიმებს მიაჩნდათ, რომ დედიდან ბავშვის ინფიცირების ალბათობა მინიმალური იყო, თუმცა ელისაბედ II-მ, მაშინ ჯერ ისევ პრინცესამ, გადაწყვიტა არ გარისკა.
ამასთან, ის თავს სუსტად გრძნობდა და ეშინოდა, რომ ძუძუთი კვება დაავადებასთან ბრძოლას გაართულებდა.
***
პრინცი ჩარლზი 1948 წლის 14 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლეში დაიბადა. იმ დღეს სასახლის დარბაზები დროებით სამშობიაროს ბლოკად იქცა, სადაც ექიმებისა და ექთნების გუნდი მორიგეობდა.
პრინცესას მშობიარობა 30 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ძველი ტრადიციის თანახმად, პრინცესას ქმარი, პრინცი ფილიპი მშობიარობას არ დასწრებია.
ის სასახლის პირველ სართულზე, თავის პირად მდივანთან სქვოშის თამაშოდა. როდესაც შვილის დაბადების შესახებ შეიტყო, მან ცოლს მიულოცა და ყვავილების თაიგული გადასცა.
ელისაბედ მეორე სამეფოს სათავეში 70 წლის განმავლობაში იდგა. უამრავი ადამიანისთვის ბრიტანეთის მონარქია სწორედ მასთან ასოცირდება.
ელისაბედი ბრიტანეთის 15 პრემიერსა და აშშ-ის 14 პრეზიდენტს მოესწრო. მისი პირველი პრემიერი 1874 წელს დაბადებული ჩერჩილი, ბოლო კი – 1975 წელს დაბადებული ტრასი გახლდათ.
ესეც დაგაინტერესებთ:
5 საუკეთესო ფილმი დედოფალ ელისაბედ II-ის ცხოვრებაზე
დედოფლის ერთადერთი ქალიშვილი - პრინცესა ანა
„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია
სიახლეები ამავე კატეგორიიდან