საკნატუნო ამბები

გახდომის 7 ყველაზე საშიში და უცნაური მეთოდი წარსულიდან

funtime

12:00 კვი. 19 სექტემბერი

უცნაური დიეტები ძველ
დროში
14
დაკოპირებულია

არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც იმის რწმენა, რომ ლამაზია! - ამბობს ოსკაროსანი იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი. ალბათ ამიტომ ცდილობდნენ ქალები ყოველთვის სილამაზისა და ჰარმონიის პოვნას, თუნდაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

ტუბერკულოზი

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მე-19 საუკუნის ქალებში ძალიან პოპულარული იყო „ტუბერკულოზის სიგამხდრე“ - ფილტვების მძიმე დაავადების გამო, პაციენტები სწრაფად კარგავდნენ წონას და ჯანმრთელ ფერს. ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი აღიარებული ლამაზმანის ლიზი სიდალის მიბაძვით, ქალები ინფექციის მატარებლებს ეძებდნენ, რათა დაინფიცირებულიყვნენ.

საბედნიეროდ, ყველა არ ეთანხმებოდა ასეთი უგუნური სწრაფი დიეტით ფიგურის შენარჩუნებას. ექიმი თომას ტროტერი წერდა: „რა უცნაური მოდაა და სილამაზის ცრუ სტანდარტი, რომ ჯანმრთელი, ფერხორციანი ქალების ნაცვლად, უპირატესობას ფერმკრთალ, ავადმყოფური იერის ქალებს ანიჭებდე.“

უცნაურ მოდას აყოლილი ქალბატონები სამწუხაროდ, ჭარბ წონასთან ერთად, ხშირად სიცოცხლესაც კარგავდნენ.

ჭიებით ინფიცირება

ვიქტორიანული ეპოქის ქალებმა გადაწყვიტეს, რომ გემრიელად ჭამა და მოხდენილი ფიგურა სრულიად შეთავსებადი ცნებებია, თუ ქალს.. ჭიები ჰყავს.

ბევრი ქალი პარაზიტებით განგებ ინფიცირდებოდა, რომლებიც აფთიაქში აბების სახით იყიდებოდა. მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ გახდომის შემდეგ ქალები ჭიებისგან გათავისუფლებას ვეღარ ახერხებდნენ, ისინი კი ზრდას განაგრძობდნენ.

ამის შემდეგ იწყებოდა ბრძოლა ჭიების მოსაცილებლად. ყველაზე ეფექტურად ხალხური საშუალებები ითვლებოდა - ქალი რძის სავსე ჯამის წინ პირს ფართოდ აღებდა და პარაზიტები რძის სუნზე პირიდან ამოდიოდნენ. სანახაობა იმდენად უსიამოვნო იყო, რომ სუსტი ნერვების მქონე ადამიანები ვერ უძლებდნენ.

იმპერატრიცა სისის დიეტა

ბავარიის პრინცესა ელისაბედი, რომელიც ფრანც იოსეფ I–ზე დაქორწინების შემდეგ ავსტრიის იმპერატრიცა გახდა, საკუთარ გარეგნობაზე გულმოდგინედ ზრუნავდა. მაგალითად, კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის ღამე, ძილის დროს, სახეზე უმი ხორცის ნაჭრები ელაგა.

ახალგაზრდა იმპერატრიცა განთქმული იყო წვრილი წელით, რომლის დიამეტრი 48 სანტიმეტრს არ აღემატებოდა. სისის მენიუ, ძირითადად, იხვის წვენისგან შედგებოდა. მის მზარეულებს სპეციალური „იხვების წვენსაწურიც“ კი ჰქონდათ!

ღვინის აბაზანა

მე-17 საუკუნის ევროპელ ქალბატონებში ძალიან პოპულარული იყო ვინმე ჰანა ვულელის წიგნი „ქალბატონების ლექსიკონი“, სადაც გახდომის სხვადასხვა საშუალებას შორის ღვინის აბაზანაც იყო მოხსენებული. ავტორი ამტკიცებდა, რომ ღვინისა და სხვადასხვა სამკურნალო ბალახების ნაყენი ჭარბი წონისგან ათავისუფლებს.

უწყვეტი ლოცვა

1977 წელს ვინმე კურტ ლოვეტმა წონაში კლების სახელმძღვანელო გამოაქვეყნა სახელწოდებით - „მიხსენი უფალო - ეშმაკს უნდა, რომ მსუქანი ვიყო!“ (Help, Lord — The Devil Wants Me Fat!).

წიგნის ავტორი აშკარად ფანატიკოსი ადამიანი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჭამის სურვილი ბნელი ძალების გავლენის დამსახურებაა, როგორც ბიბლიური ევას შემთხვევაში.

ლოვეტის აზრით, განუწყვეტელ ლოცვას და რამდენიმე ვარჯიშს შეუძლია, ჭამის სურვილი დიდი ხნით გააქროს. ის ქალებს 10-დღიან მარხვას სთავაზობდა, რომლის დროსაც მათ მხოლოდ წყლის დალევა და ბიბლიის კითხვა შეეძლოთ, რაც წონის სწრაფ დაკლებას უზრუნველყოფდა.

თუმცა, წიგნის ბოლო თავში ავტორი ქალებს მოუწოდებდა, 10-დღიან მარხვის შემდეგ რაციონიდან სამუდამოდ ამოეღოთ ცხიმიანი და შაქრიანი საკვები.

მძინარე მზეთუნახავის დიეტა

ალბათ ეს სიმსუქნესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მეთოდია, მაგრამ მიმდევრები მასაც ჰყავდა. მაგალითად, როკენროლის მეფე ელვის პრესლი. ამ მეთოდის მიმდევრები საძილე პრეპარატებს იღებდნენ და რამდენიმე დღე გადაბმით ეძინათ. ბუნებრივია, ამ დროს არაფერს ჭამდნენ და წონაში იკლებდნენ თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ შეძლებდნენ გაღვიძებას.

თამბაქო

თამბაქოს ნაწარმი ბაზარზე თავდაპირველად, გასახდომი საშუალებების კატეგორიაში გამოჩნდა. აქტიური მწეველობა ქალებს ფიგურის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, მაგრამ ჯანმრთელობას უნგრევდა.

🔰:

როგორ დააწყებინა ფროიდის ძმისშვილმა სიგარეტის მოწევა ქალებს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერე...

რატომ არ იყვნენ
ანტივაქსერები სსრკ-ში

ბებიები და გაჯეტები - სახალისო ფოტო...

ბებიები და სმარტფონები

მაიკლ ჯექსონის ანტიგრავიტაციული ილე...

მაიკლ ჯექსონის
ანტიგრავიტაციული
ფეხსაცმელი

სილამაზე სიკვდილის რისკის ფასად - 7...

ეშმაკის თასი

5 ძმის ერთი ცოლი

მრავალქმრიანობის
თანამედროვე მაგალითი

10 ვარსკვლავი, რომელთა წინაპრებიც მ...

ჯორჯ კლუნი და აბრაა,
ლინკოლნი

7 ჯაშუშური ფილმი, რომელიც რეალურ მო...

„ჯაშუშების ხიდი“ / Bridge of Spies

15 ყველაზე წარმატებული კადრი ისტორი...

წარმატებული კადრი

შვეიცარიული ფირმა ცხედრების ფერფლის...

ბრილიანტები ცხედრებისგან