ყველა დროის 6 საუკეთესო ფილმი ვალენტინობისთვის
16:00 შაბ. 13 თებერვალი, 2021 წელი

ისევ ის დროა - ჰაერი სიყვარულის სურნელით ივსება. ამაზე უკეთეს დროს სასიყვარულო ფილმების სანახავად ვერ იპოვით. მაშ ასე - მოემზადეთ სიცილისთვის, ტირილისა და ბედნიერების გაზიარებისთვის. ახლა ყველა დროის საუკეთესო სასიყვარულო მელოდრამებს დაგისახელებთ.
1. სიამაყე და ცრურწმენა/PRIDE & PREJUDICE (2005)
ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია ამ ჟანრში კლასიკაა. მოქმედება ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება. ხუთი დის მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. ფილმი წარმოადგენს ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას.
მზის ამოსვლამდე/BEFORE SUNRISE (1995)
ამერიკელი ბიჭის და ფრანგი გოგონას სიყვარულის ისტორია, მატარებელში იწყება. მათი 1 დღე-ღამე ბევრ ათწლოვან რომანზე დიდ ისტორიასა და ვნებათაღელვას მოიცავს.
ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება/Eternal Sunshine of the Spotless Mind (2004)
რა მოხდება, თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ, უპასუხონ ამ კითხვას.
ეს მოხდა ერთხელ ღამით/It Happened One Night (1934)
ელი ცნობილ მფრინავ ქინგ ვესტლიზე აპირებს დაქორწინებას, მამამისს კი არ მოსწონს ქალიშვილის რჩეული, რადგან მას ერთ უსაქმურ ახალგაზრდად მიიჩნევს. მამა ელის სახლში გამოკეტავს და ნიშნობის ანულირებას ცდილობს. გოგონა კი სახლიდან გარბის და ავტობუსით ნიუ–იორკში მიემგზავრება. იმავე ტრანსპორტით სულ ახლახანს გათავისუფლებული რეპორტიორი – პიტერი მგზავრობს.
როცა ჰარი შეხვდა სალის/When Harry Met Sally (1989)
ჰარი და სალი ერთმანეთს დაბადებიდან იცნობენ. ისინი ერთად სწავლობდნენ, დადიან ერთმანეთის დასახმარებლად სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს, ახლობელი ადამიანს ძებნაში ეხმარებიან ერთმანეთს. მაშინაც, როდესაც ცხოვრება მათ დააშორებს, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან თითქოს ათასი წელია. ორივეს ტანჯავს ერთი და იგივე კითხვა: იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერმანეთისთვის?
რეალური სიყვარული/LOVE ACTUALLY (2003)
ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც, როგორც აღმოჩნდება, საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.
ესეც საინტერესოა 🔰
ფილმები სიყვარულზე, რომლებსაც მარტომ უნდა უყუროთ.
საუკეთესო ფილმები, რომლებიც პანდემიაში შეიქმნა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან