საკნატუნო ამბები

ლუდის ცუნამი ლონდონში, რომელმაც რვა ადამიანი იმსხვერპლა

fun time

18:00 ოთხ. 23 ივნისი, 2021 წელი

ლუდის ცუნამი ლონდონში 1814 წ.

14
დაკოპირებულია

1814 წლის 17 ოქტომბერს, ლონდონში, წმინდა პატრიკის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივ „მო და კომპანიას“ (Meux & Co) ლუდსახარშში „Horse Shoe“ ლუდის 600 000-ლიტრიანი საცავი გასკდა - ხის კასრს რკინის სალტეები გაეხსნა და ქუჩას ლუდის ძლიერმა ტალღამ გადაუარა. ლუდსახარში ახლანდელი Tottenham Court Road და Oxford Street კუთხეში მდებარეობდა.

ტრაგედიის დღეს, საღამოს, დაახლოებით ხუთ საათზე, ლუდის საამქროში ერთ-ერთი მოწყობილობა დაზიანდა. იმ დღეს საწყობში ვინმე ჯორჯ კრიკი მორიგეობდა, რომელმაც მომხდარს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და, უბრალოდ, სარემონტო სამუშაოების მუშებს შეტყობინება დაუტოვა. მოგვიანებით, პოლიციელებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ასეთი ავარია წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ხდებოდა და მანამდე ტრაგიკული არაფერი განვითარებულა.

დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ, როდესაც მისტერ კრიკი მახლობელ ტავერნაში ლუდს მიირთმევდა, „აფეთქების“ გამაყრუებელი ხმა გაისმა. რამდენიმე წუთის შემდეგ ლუდსახარში ბანქოს სახლივით ჩამოიშალა და ქუჩებში ოთხი მეტრის სიმაღლის ტალღა გამოიჭრა.

იმ დროს ტოტენჰემ-კორდ-როუდის ქუჩაზე მყარად ნაგები აგურის სახლები არ იდგა. ხის სახლები კი, სადაც ძირითადად, ღარიბი ირლანდიელები ცხოვრობდნენ, ლუდის ტალღამ წამებში დაანგრია.

ტალღის სიძლიერემ ლუდსახარშის მოპირდაპირე მხარეს, ერთ-ერთ ლუდის ბარში მომუშავე 15 წლის გოგონა, სახელად ელეონორ კუპერი ადგილზე მოკლა.

მეზობელი სახლის სარდაფში მცხოვრები ექვსი ირლანდიელი ისე დაიღუპა, რომ ზემოთ ამოსვლა ვერ მოახერხა. ერთი ადამიანი ალკოჰოლით მოწამვლით გარდაიცვალა - მან ძალიან დრო დრო გაატარა ლუდით დატბორილი ოთახში და კანმა იმდენი ალკოჰოლი შეიწოვა, რომ გული გაუჩერდა.

აბოლოოდ, ლუდის ცუნამმა ლონდონში რვა ადამიანი შეიწირა. მათ შორის უმეტესოა ქალი და ბავშვი იყო.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?