საკნატუნო ამბები

მსოფლიოში ყველაზე იდენტური ტყუპი საერთო ქმართან შვილების გაჩენას გეგმავს

fun time

16:00 კვი. 29 იანვარი, 2023 წელი

მსოფლიოში ყველაზე
იდენტური ტყუპი საერთო
ქმართან ერთად

14
დაკოპირებულია

ავსტრალიში მცხოვრები ანა და ლუსი დესინკები მსოფლიოში  ყველაზე იდენტური ტყუპია35 წლის დებს საერთო სამსახური, სახლი, მანქანა და  ფეისბუკის ექაუნთი აქვთ. უფრო მეტი, ქმარიც კი საერთო ჰყავთ. თითქოს ეს მსგავსება საკმარისი არ იყო, დებმა პლასტიკურ ქირურგიაზე 200 000 დოლარზე მეტი დახარჯეს, რათა ერთმანეთს უფრო მეტად დამსგავსებოდნენ.

ანა და ლუსი დედასთან ერთად ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ბერთში ცხოვრობენ. მშობლებს გოგოების გარჩევა ყოველთვის უჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ ლუსის ლოყაზე პატარა ხალი აქვს, ანას კი შუბლზე პატარა ნაიარევი.

დებმა საერთო ქმარი - ბენ ბირნი 2012 წელს გაიცნეს. გოგოებმა მამაკაცს საერთო ქმრის სტატუსი შესთავაზეს, რათა ერთად მეტი დრო გაეტარებინათ. ახლახან, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, დებმა ბენისგან ერთდროულად დაორსულება გადაწყვიტეს - ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიური გამოცემა Tyla ავრცელებს.

როგორ ემზადებიან დები ერთდროულად დაორსულებისთვის?

დები აპირებენ, მოსალოდნელი ოვულაციის ზუსტი თარიღი და დაორსულებისთვის შესაფერისი დრო ბაზალური ტემპერატურის დახმარებით დაადგინონ და ბენთან ერთდროული სექსით დაკავდნენ.

„გული მისკდება, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ანა შეიძლება დაორსულდეს და მე არა. ჩვენი მიზანი ერთდროულად დაორსულებაა“ - ამბობს ლუსი.

ტყუპები დედობისთვის გულმოდგინედ ემზადებიან - კითხულობენ წიგნებს მომავალი დედებისთვის, არჩევენ ბავშვებისთვის ტანსაცმელს და სათამაშოებს და ა.შ.

რას ფიქრობს ქმარი?

რაც შეეხება ტყუპების საერთო ქმარს, ბენი ცოლების იდეით აღფრთოვანებული არ არის, თუმცა ამბობს, რომ ცდად ღირს.. „ვფიქრობ, ორივეს ერთდროულად დაორსულება ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა ვცადო", - აცხადებს ბენი.

აღსანიშნავია, რომ ტყუპი დების ერთ მამაკაცზე გათხოვების შემთხვევა უფრო ადრე, ინდოეთში მოხდა. დებს ერთმანეთთან განშორების იმდენად ეშინოდათ, რომ საერთო ქმარი იპოვეს და მასზე დაქორწინდნენ. საინტერესოა, რომ არც სიძის და არც პატარძლების ოჯახებს ეს უცნაური კავშირი არ გაუპროტესტებიათ.

ასევე, წაიკითხეთ - საინტერესოა:

9 მითი ტყუპების შესახებ

20 საოცარი ფაქტი ტყუპების შესახებ

სელფი 28 წლის შემდეგ - როგორ ცხოვრობს დღეს მსოფლიოში პირველი ოჯახი, სადაც 6 ტყუპი გოგო გაჩნდა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ ა...

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში

როგორ აცხობენ კოსმონავტების პურს და...

როგორ აცხობენ
კოსმონავტების პურს

ჩერნობილის ნანგრევებში იპოვეს შავი...

შავი სოკო ჩერნობილიდან

რედაქტირებული გენომის მქონე ობობამ...

რედაქტირებული გენომის
მქონე ობობა

ყვავს ადამიანის სახის დამახსოვრება...

ყვავს ადამიანის სახის
დამახსოვრება და წლების
შემდეგ ამოცნობა შეუძლია

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?