საკნატუნო ამბები

რატომ აქვს სამეფო ოჯახში ცოლ-ქმარს საძინებლები ცალ-ცალკე

fun time

12:55 პარ. 21 ოქტომბერი, 2022 წელი

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის
ამბები

14
დაკოპირებულია

39 წლის პრინც უილიამი და მისი ცოლი ქეითი, ბრიტანელთა შეფასებით, სამეფო ოჯახის ყველაზე ლამაზი და პოპულარული წყვილია. ამ ორის ურთიერთობა 10 წლის წინათ დაიწყო და დღემდე ყოველგვარი სკანდალების გარეშე გრძელდება. ერთადერთი, რაც სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს მოსვენებას უკარგავს, ისაა, რომ პრინცს და კემბრიჯის ჰერცოგინიას სხვადასხვა საძინებლებში სძინავთ. მაინც რა არის ასეთი უცნაური ტრადიციის მიზეზი?

სახლის უჩვეულო განლაგება

ცნობილია, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, სამ შვილთან ერთად, კენსინგტონის სასახლეში ცხოვრობენ. ისინი დროის უმეტეს ნაწილს 1A-ის აპარტამენტებში ატარებენ, რომელიც სამეფო წყვილის მთავარ რეზიდენციად მიიჩნევა. სამეფო ოჯახის გულშემატკივრებისთვის სწორედ ამ რეზიდენციის არასტანდარტული განლაგება უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდა.

ფოტო businessinsider.com

სასახლის გეგმას თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ პრინცისა და პრინცესას საძინებლები პირველ სართულზეა განთავსებული, რაც უცნაურია, ვინაიდან ბრიტანელების უმეტესობა საძინებლებისთვის ზედა სართულებს არჩევს. უელსის პრინცმა და პრინცესამ გადაწყვიტეს, ყველასგან განსხვავებულად მოქცეულიყვნენ და პირველ სართული დაიკავეს, ზედა სართულები კი პერსონალს დაუთმეს. მაგალითად, მათი შვილების ძიძას მარია ბორალოს წლებია მეორე სართულის ერთ-ერთ საძინებელში სძინავს.

რატომ სძინავთ უელსის პრინცს და პრინცესას ცალ-ცალკე

ბევრმა არ იცის, რომ სამეფო ოჯახებში ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ძილი საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. „ინგლისის სამეფო და დიდგვაროვანთა ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა ცოლ-ქმრის სხვადასხვა საძინებელში ძილის ტრადიცია. დარწმუნებული ვარ, არავის ესიამოვნება, თუ მეუღლე ძილში ხვრინვას ამოუშვებს ან ფეხს მოგარტყამთ“ - ასე პროზაულად განმარტავს უცნაურ ტრადიციას პრინც ფილიპის ბიძაშვილი, ლედი პამელა ჰიქსი.

ლედი პამელას თქმით, საძინებლებს შორის კარი არ იკეტება და მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთმანეთის მონახულება.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ არ ატარებენ პრინცი უილიამის შვილები მამის გვარს?

სავალდებულო წესები სამეფო ოჯახის ბავშვებისთვის

მამის გენეტიკა - 7 რამ, რასაც შვილი მხოლოდ მამისგან იღებს

უნდა ეძინოთ თუ არა მეუღლეებს ერთ საწოლში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია