საკნატუნო ამბები

სავალდებულო წესები სამეფო ოჯახის ბავშვებისთვის

fun time

22:01 სამ. 26 აპრილი, 2022 წელი

სამეფო ოჯახის ეტიკეტი

14
დაკოპირებულია

სამეფო ოჯახის წევრებს ბევრი რამ ეკრძალებათ - მათ შორის, ბავშვებსაც. ზოგი წესი დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ სამეფო ოჯახს და, მათ შორის, პატარებსაც ასე უწევთ ცხოვრება.

საჩუქრების მიღება შეუძლიათ, მაგრამ მათი შენახვის უფლება არ აქვთ

რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახის წევრები უამრავ საჩუქარს იღებენ, თუმცა ზოგჯერ მათი რაოდენობა წარმოუდგენლად ბევრია. მაგალითად, როდესაც პრინცი ჯორჯი 18 თვის გახდა, შვიდჯერ მეტი საჩუქარი მიიღო, ვიდრე თავად დედოფალმა. 2014 წლის განმავლობაში პრინცმა 770 საჩუქარი მიიღო, თუმცა არც არ გაუხსნია.
სამეფო ოჯახს უცნობი ადამიანისგან საჩუქრის სახით მხოლოდ 150 ფუნტზე ნაკლები ღირებულების ნივთის მიღება შეუძლია.

სამეფო ოჯახის წევრებს უცხო ენების ცოდნა მოეთხოვებათ

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს უცხო ენების ცოდნა ოფიციალურად არ ევალებათ, ეს აღზრდის სავალდებულო ნაწილია. თავად დედოფალი ფრანგულად თავისუფლად საუბრობს და ამბობს, რომ ეს ენა ბავშვობაში ისწავლა. სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებიც სულ მცირე, ერთ უცხო ენას ფლობენ. პრინცმა ჯორჯმა და პრინცესა შარლოტამ ესპანური ენის სწავლა ორი და სამი წლის ასაკში დაიწყეს.

მისალმების ფორმა

სამეფო ოჯახში მცხოვრები ბავშვები რევერანსით მხოლოდ მონარქს ესალმებიან.

მათი ჩაცმულობა მკაცრად კონტროლდება

სამეფო ოჯახის წევრების ჩაცმულობაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. მაგალითად, ტრადიციის თანახმად, პატარა პრინცი ჯორჯი საზოგადოების წინაშე ყოველთვის შორტებში ჩაცმული ჩნდება. გრძელი შარვლები მხოლოდ ოჯახის უფროს წევრებს აცვიათ.

სამეფო ოჯახის წევრები აუცილებლად ინათლებიან

2011 წლიდან დიდ ბრიტანეთში ჩვილების ნათლობის სტატისტიკა მცირდება. მაგალითად, თუ 80-იანი წლებში ყოველი მესამე ბავშვი ინათლებოდა, 2011 წლიდან ათი ბავშვიდან ერთს ნათლავენ. ეს ტენდენცია სამეფო ოჯახზე არ ვრცელდება - აქ ყველა ჩვილი დაბადებიდან რამდენიმე თვეში ინათლება.

სამეფო ოჯახის წევრები ცალ-ცალკე მგზავრობენ

წარმოიდგინეთ, რომ მთელი ოჯახით დასასვენებლად მიდიხართ, მაგრამ ბილეთს სხვადასხვა თვითმფრინავზე იღებთ. გიჟურად ჟღერს, მაგრამ სამეფო ოჯახი ზუსტად ასე მგზავრობს. ეს უსაფრთხოების მოთხოვნაა, რომ ავიაკატასტროფის დროს ბრიტანეთმა ტახტის ყველა მემკვიდრე ერთად არ დაკარგოს.

სამეფო ოჯახის წევრები მზა საკვებს არ მიირთმევენ

სამეფო ოჯახის წევრებს ნახევარფაბრიკატების ან მზა საკვების მირთმევა ეკრძალებათ. მათ კვებაზე შეფმზარეულების მთელი გუნდი ზრუნავს და თითოეული მათგანი თავისი კერძის ხარისხზე პასუხისმგებელია.

***

რა დევს დედოფლის ჩანთაში?

რა პროდუქტები არ არის დედოფლის მენიუში?

თანამედროვე მონარქებისა და პრეზიდენტების უცნაური გატაცებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები