საკნატუნო ამბები

რით გარდაიცვალა „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი“, რომელსაც 67 წელი არ უბანავია?

fun time

16:14 ოთხ. 22 მაისი

რით გარდაიცვალა
„მსოფლიოში ყველაზე
ჭუჭყიანი ადამიანი“

14
დაკოპირებულია

მას „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანის“ სახელით იცნობდნენ, თუმცა ამუ ჰაჯი ერქვა და ირანულ სოფელში, აგურის ქოხში ცხოვრობდა. ჰაჯის სწამდა, რომ სისუფთავე, ახალი საკვების ჭამა და სუფთა წყლის დალევა ჯანმრთელობას შეურყევდა და მოკლავდა. 

საოცარია, მაგრამ კაცმა, რომელსაც 67 წელი არ უბანავია, სასთუმალქვშ ბალიშის ნაცვლად, ქვა ედო, თუთუნის ნაცვლად, საქონლის გამხმარ სკორეს ეწეოდა და წყალს ჟანგიანი ზეთის ქილადან სვამდა, ღრმა სიბერემდე იცოცხლა.

2022 წლის 23 ოქტომბერს თანასოფლელებმა „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი“ ბანაობაზე დაითანხმეს და ტანიდან 67 წლის მანძილზე დაგროვილი ჭუჭყი ჩამობანეს და იცით რა მოხდა? ჰაჯი პირველივე ბანაობის შემდეგ, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

***

თანასოფლელები ამტკიცებდნენ, რომ ჰაჯის პრობლემები ახალგაზრდობაში დაიწყო, როდესაც უიმედო სიყვარულის ფონზე ემოციური აშლილობა და ჰიგიენის მიმართ სიძულვილი განუვითარდა.

მამაკაცი ძირითადად ნარჩენებს ჭამდა და გუბის წყალს სვამდა. ჰაჯის საყვარელი საჭმელი გახრწნილი მაჩვზღარბა იყო, რომელსაც გუბეებში ჟანგიანი ქილით შეგროვებულ ხუთ ლიტრამდე წყალს აყოლებდა. სანამ თანასოფლელები აგურის პატარა ქოხს აუშენებდნენ, ჰაჯი ორმოში ცხოვრობდა და იქვე ისაქმებდა.

სხვათა შორის, ამუ ჰაჯი მეტსახელია და „ბიძია ჰაჯის“ ნიშნავს. ათწლეულების მანძილზე დაუბანლობის გამო ჰაჯის კანს ჭუჭყი და ჩირქი ფარავდა. „მსოფლიოში ყველაზე ჭუჭყიანი ადამიანი“ ძალიან ბევრს ეწეოდა, ამასთან, ჩვეულებრივ თუთუნს ხშირად ცხოველების ფეკალიებით ანაცვლებდა.

ასეთი საშინელი ანტისანიტარიის მიუხედავად, ჰაჯის სიკვდილამდე შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდა.

***

2022 წლის დასაწყისში, თეირანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ექიმების ჰაჯის გამოკვლევა ჩაუტარეს და გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ჭუჭყიან სხეულში ინფექციები და პარაზიტები არ აღმოაჩნდა, გარდა პარაზიტი ტრიქინოზისა, რომელიც უმი ხორცის ჭამის შედეგად ჩნდება.

ექიმების დასკვნით, ჰაჯის ათწლეულების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრებისგან ძლიერი იმუნური სისტემა განუვითარდა.

***

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ამუ მთელ მსოფლიოში პოპულარული ადამიანი გახდა. მის სანახავად ჟურნალისტები და ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ. 2013 წელს ამუ ჰაჯის უცნაურ ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

„ვფიქრობ, ის ბევრ ჩვენგანზე უფრო იღბლიანია. მას ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და პატარა ქოხი აქვს, სადაც ყოველთვიური იპოთეკა არ აწუხებს და ვადაგადაცილებულ გადასახადებზე არ ფიქრობს. მისი საბანი და ბალიში რბილი მიწაა. მას არ აქვს ლამაზი ეზო სახლთან, მაგრამ მას აქვს დაუსრულებელი ჰორიზონტი,“ - წერდა Tehran Times-ის ჟურნალისტი 2014 წელს, ამუ ჰაჯის შეხვედრის შემდეგ.

ესეც დაგაინტერესებთ:

დაღუპა ცივილიზაციამ და ალკოჰოლმა - ვიეტნამელი „ტარზანი“, ჯუნგლებში გატარებული 40 წლის შემდეგ, სახლში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა

14 ფოტო, სადაც ბუნებამ ცივილიზაცია დაამარცხა

იმპერია, სადაც სისუფთავე დანაშაული იყო - რატომ სჯიდა ჩინგიზ-ყაენი მონღოლებს ბანაობისთვის?

რატომ არ ბანაობდნენ ცნობილი ადამიანები?

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

384912 წლით თავისუფლების აღკვეთა (!...

ყველაზე უიღბლო პატიმარი

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი...

სვაზილენდის სამეფოს
ისტორია

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს