საკნატუნო ამბები

სად არის და რას საქმიანობს კაცი, რომელმაც რომის პაპს ესროლა?

fun time

16:00 სამ. 17 მაისი, 2022 წელი

ტერორისტმა რომის პაპ
იოანე პავლე II -ის მოკვლა
სცადა

14
დაკოპირებულია

1981 წლის 13 მაისს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მოხდა დანაშაული, რომელმაც მსოფლიო შეძრა. ტერორისტმა რომის პაპ იოანე პავლე II -ის მოკვლა სცადა. თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა - პონტიფიკოსი დაიჭრა, მაგრამ ცოცხალი გადარჩა. ორი წლის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაპი ციხეში ეწვია მამაკაცს, რომელმაც კინაღამ სიცოცხლე წაართვა.

 

პაპზე თავდამსხმელი თურქი ტერორისტი მეჰმედ ალი აღჯა თავის სამშობლოში დიდი ხნის მანძილზე იძებნებოდა. ის ციხიდან იყო გაქცეული, სადაც ჟურნალისტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას იხდიდა.

სასამართლოზე აღჯას არ განუმარტავს, რა გახდა პაპზე თავდასხმის მიზეზი, ამიტომ დამნაშავის მოტივი საიდუმლოდ დარჩა. მოგვიანებით გაირკვა, რომ აღჯას მოკავშირე ჰყავდა, რომლის დავალება აფეთქების მოწყობა და პოლიციისთვის ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა იყო, რათა აღჯას გაქცევა მოესწრო. საბედნიეროდ, ჩელიკმა დანაშაულის ჩადენა ვერ გაბედა, თორემ ხალხით სავსე მოედანზე უამრავი ადამიანი დაიღუპებოდა.

აღჯამ პაპის მიმართულებით ოთხჯერ გაისროლა. იოანე პავლე II-ის ოთხი ჭრილობიდან ორი ყველაზე საშიში აღმოჩნდა. პაპის გარდა, კიდევ ორი ​​ადამიანი დაშავდა. პანიკის მიუხედავად, აღჯა ძალიან მალე დააკავეს. პონტიფიკოსმა საავადმყოფოს გზაზე ბევრი სისხლი დაკარგა და ექიმებს მის გადასარჩენად დიდხანს ბრძოლა მოუწიათ.

გამოჯანმრთელებისთანავე პაპმა განაცხადა, რომ აღჯას დანაშაული მიუტევა და მრევლს სთხოვა, ელოცა ადამიანისათვის, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა.

გამომძიებლებისა მცდელობის მიუხედავად, დანაშაულის მოტივები და მისი მომზადების პროცესი ბოლომდე უცნობი დარჩა. აღჯამ სასამართლოზე განაცხადა, რომ თავად ბულგარეთის სპეცსამსახურების მომზადებულ ტერაქტში მხოლოდ შემსრულებელი იყო.

1983 წელს, როდესაც პაპი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, ციხეში მივიდა საკუთარი მკვლელის სანახავად. საკანში, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პაპისა და აღჯას გარდა, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, პოლიციელები და ჟურნალისტები იყვნენ, თუმცა პაპისა და პატიმრის საუბრის მოსმენის საშუალება არავის მიეცა.
დანაშაულის მოტივის მსგავსად, ამ საუბრის შინაარსიც ბოლომდე საიდუმლო დარჩა. თუმცა ის ცნობილია, რომ ამ საუბრის შემდეგ პაპი და ტერორისტი მეგობრები გახდნენ. „რაზე ვისაუბრეთ, ჩვენი საიდუმლოა.. მე მას ვესაუბრე, როგორც ძმას, რომელსაც ვაპატიე და რომელსაც ჩემი სრული ნდობა აქვს,“ - ეს იყო ერთადერთი კომენტარი, რომელიც იოანე პავლე II ჟურნალისტებთან გააკეთა.

სანამ აღჯა სასჯელს იხდიდა, პაპს მის ოჯახთან კავშირი არ გაუწყვეტია. 2000 წელს პონტიფიკოსმა ხელისუფლებას თურქი ტერორისტის შეწყალების თხოვნით მიმართა, რომელიც მალევე დაკმაყოფილდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აღჯამ ციხეში კიდევ ათი წელი გაატარა და 2010 წელს გათავისუფლდა. ამ დროისთვის მისი დიდი მეგობარი უკვე გარდაიცვლილი იყო. ჭრილობისა და შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, იოანე პავლე II-მ 85 წლამდე იცოცხლა.

პირველი, რაც ყოფილმა ტერორისტმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, თეთრი ვარდებით იმ კაცის საფლავთან მისვლა იყო, რომელმაც მკვლელობის მცდელობა მიუტევა. პაპის პატიებამ ამ ადამიანს დარჩენილი ცხოვრების თავისუფლებაზე გატარების და პატიოსნად ცხოვრების საშუალება მისცა.

ასღჯა ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება. მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კათოლიკე გახდა და მღვდლობას აპირებს. ყოფილმა ტერორისტმა მემუარები დაწერა, სადაც პაპზე თავდასხმის შესახებ მოყვა, თუმცა თავდასხმის მოტივები და პაპთან საუბრის შინაარსი არც მემუარებში გაუმხელია.

და ესეც საინტერესოა 👇

რატომ აკურთხა რომის პაპმა სალვადორ დალის სკანდალური ბირთვული მადონა?

იმუნიტეტი - მართალია თუ არა, რომ ეს სიტყვა რომის იმპერიის მონებს უკავშირდება?

ვატიკანი - რატომ ეწოდა ამ ქალაქს ეს სახელი?

როგორ გაშიფრეს და დასაჯეს ქალი, რომელიც ვატიკანს 2 წელი მართავდა - ქალი პაპის ისტორია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“