საკნატუნო ამბები

ტოკიოში შენობებს გაყინული ყვავილებით აგრილებენ

fun time

22:18 კვი. 7 აგვისტო, 2022 წელი

გაყინული ყვავილები

14
დაკოპირებულია

ბოლო წლებში ამომავალი მზის ქვეყანაში ანომალიური სიცხეები დაფიქსირდა. სიცხემ და მაღალმა ტენიანობამ ადამიანების სიკვდილიც კი გამოიწვია. მაგალითად, 2019 წლის ზაფხულში იაპონიაში ანომალიურ სიცხეებს 57 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 18.347 კლინიკაში მოხვდა. ბოლო დღეების განმავლობაში ტოკიოში ჰაერის ტემპერატურამ 36 გრადუსს გადააჭარბა, რაც ამ ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

გამჭრიახმა იაპონელებმა გადაწყვიტეს, სიცხესთან ბრძოლის ისეთი ხერხი შეექმნათ, რომელიც შენობას კიდეც გააგრილებდა და კიდეც გაალამაზებდა.

ტოკიოს ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები ახალ ყვავილებს კონტეინერებში ყინავენ, შემდეგ კი ყინულის ნაჭრებად ჭრიან. შედეგად, ერთგვარ ჰაერის გამაგრილებელს იღებენ, რომელიც გადნობის შემდეგ სასიამოვნო სურნელს ავრცელებს.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ იაპონელებმა ოთხფეხა მეგობრების გასაგრილებლად ბადისებრი კოსტიუმები შექმნეს, ჩამონტაჟებული ვენტილატორით. გამაგრილებელი კოსტიუმი მხოლოდ 80 გრამს იწონის და შეუძლია შინაური ცხოველები გადახურებისგან დაიცვას.

საინტერესო ინფორმაცია ცხელი დღეებისთვის 👇

ჰაერის გაგრილება - რჩევები მათთვის, ვისაც კონდიციონერი არ აქვს ან არ უყვარს

როგორ უმკლავდებიან სიცხეს სხვადასხვა ქვეყანაში

წყარო: mainichi.jp


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით