საკნატუნო ამბები

უნიკალური ხე, რომელიც ხილის 40 სახეობას ისხამს

fun time

12:00 ორშ. 20 დეკემბერი, 2021 წელი

40 ხილის ხე

14
დაკოპირებულია

უჩვეულოა არა? მაგრამ ეს ბუნების საოცრება კი არა, ადამიანების ჩარევის შედეგია. ერთ-ერთი ასეთი ჰიბრიდული ხე ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება და მის ტოტებზე შეიძლება  ქლიავი, ატამი, მსხალი, ვაშლი, ალუბალი და ნუშიც კი დაკრიფოთ.

„ჯადოსნური ხე“ ნიუ-იორკის შტატში, სირაკუზის უნივერსიტეტის (Syracuse University) ტერიტორიაზე იზრდება და მისი შემქმნელი ამავე უნივერსიტეტის პროფესორი სემ ვან აკენია.

მებაღეები კარგად იცნობენ ერთ ხეზე რამდენიმე ჯიშის ნაყოფის დამყნობის მეთოდს. ხილის მოყვანის ეს მეთოდი მცირე ფართობებისთვის იდეალური და ძალიან მოსახერხებელია.

40 ხილის ხე“ რომ გამოეყვანა, ვან აკენმაც დამყნობის მეთოდს მიმართა. მისი თქმით, მუშაობის დროს მაქსიმალურად ერიდებოდა გენური ინჟინერიის გამოყენებას. ნებისმიერი ხილი, რომელსაც ეს ხე ისხამს, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და არაფრით განსხვავდება იმ ხილისგან, რომელსაც სხვა, ჩვეულებრივი მცენარე ისხამს.

„40 ხილის ხე“ მთელი გაზაფხულის მანძილზე ყვავის - იწყება ატმის ყვავილობით, რასაც მოჰყვება იაპონური ქლიავი, ნექტარინი ევროპული ქლიავი და ალუბალი. „40 ხილის ხეების“ პატრონები კმაყოფილნი არიან მიღებული მოსავლით.

ამ ეტაპზე ამერიკის მასშტაბით 16 ცალი „40 ხილის ხეა“.მომავლისთვის მსგავსი ტიპის მცენარეების პლანტაციის გაშენებაც იგეგმება, რომელიც ამერიკისთვის მთავარი ხილის მიმწოდებელიც კი შეიძლება გახდეს.

🔰

ატმის სამშობლო ჩინეთია - ამას ახალი აღმოჩენა საბოლოოდ ადასტურებს

სელექციის სასწაული - პომიდვრის ხე, რომელიც ტონანახევარ ნაყოფს ისხამს

ატმის ყიდვისას „ბიჭი“ ნაყოფი შეარჩიეთ - მებაღეების რჩევა

წყარო: edition.cnn.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის

5 ნიშანი იმისა, რომ სამსახურის შეცვ...

5 ნიშანი იმისა, რომ
სამსახურის შეცვლის დროა