საკნატუნო ამბები

ვინ იყო ადამიანი, ვინც თვითმფრინავი შეჭამა?

fun time

16:00 კვი. 10 ოქტომბერი, 2021 წელი

მიშელ ლეტიტო

14
დაკოპირებულია

ამ უცნაურმა ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე შეჭამა 18 ველოსიპედი, სუპერმარკეტის 15 ურიკა, 7 ტელევიზორი, 2 საწოლი, 6 შანდალი, თხილამურები, კომპიუტერი და თვითმფრინავი!

მისი ნამდვილი სახელია მიშელ ლეტიტო, მაგრამ ხშირად „მისტერ მჭამელას“ სახელით მოიხსენიებდნენ.

ლეტიტო ჯერ კიდევ 9 წლის ბიჭუნა გახლდათ, როცა თავისი უჩვეულო შესაძლებლობების გამოვლენა დაიწყო. პირველად, მინის ჭიქის დაგემოვნების მცდელობა ენის გაჭრით დასრულდა, თუმცა შემდეგ სწორი ტექნოლოგია შეიმუშავა და მალე ლუდისა და შამპანურის ბოთლებსაც კი უპრობლემოდ გეახლებოდათ.

მოგვიანებით, „მისტერ მჭამელამ“ მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახადა და გემო ველოსიპედსაც გაუსინჯა, თუმცა ჯაჭვის მონელება გაუჭირდა და სწორი ნაწლავიდან ჯაჭვის ამოღება ექიმს მოუწია.

16 წლიდან მიშელმა წარმოდგენებში მონაწილეობა დაიწყო. ის ყველაფერს გეახლებოდათ: ველოსიპედების მეტალის ნაწილებს, ინსტრუმენტებს, რეზინს, ტელევიზორებს, სამართებლებს და ა.შ.

ლეტიტოს წარმოდგენებს მაყურებელი არასოდეს აკლდა. ნელ-ნელა ლეტიტოს საჭმლის მომნელებელი სისტემა უჩვეულო „პროდუქტების“ მიმართ ადაპტირდა. მამაკაცის კუჭის კედლები, ჩვეულებრივი ადამიანის კუჭთან შედარებით, ორჯერ უფრო სქელი გახდა, თუმცა მისი პირადი ექიმის მორზოლის თქმით, ზოგჯერ მიშელი მწვავე ტკივილებს განიცდიდა.

„ის ჩვეულებრივი აგებულების, მაგრამ ძლიერი სულის ადამიანია. მისთვის ყველაზე მთავარია, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს დაუმტკიცოს, რომ განსაკუთრებულია“, - ამბობდა ექიმი მორზოლი.

„მისტერ მჭამელას“ კარიერის მწვერვალი თვითმფრინავი Cessna 150-ის დაგემოვნება გახლდათ, რომლის სიგრძეში 7 მეტრია და ფრთების შლილი - 10 მეტრი. თვითმფრინავის შეჭმას თითქმის 2 წელი დასჭირდა.

ლოტიტო მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ უჩვეულო რაციონი მის ორგანიზმს ზიანს არ აყენებდა, თუმცა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველ ჯერზე შიშით ელოდნენ, რომ მორიგი ჭიქა ან რკინის ნაჭერი მისთვის უკანასკნელი გახდებოდა და ცდილობდნენ, სახიფათო გატაცებაზე უარი ეთქმევინებინათ. მიუხედავად იმისა, რომ „მისტერ მჭამელას“ თავისი პოპულარობა ჯანმრთელობას ერჩივნა, 55 წლის ასაკში იძულებული გახდა, „პენსიაზე გასულიყო“. 57 წლის ასაკში კი გარდაიცვალა.

დღეს ის თითქმის აღარავის ახსოვს, თუმცა მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი და ამ დრომდე მისი რეკორდის გამეორება ვერავინ შეძლო.

🔰:

ადამიანის მეხსიერების რეკორდები

10 გენიოსი, რომელსაც თითქმის არ ეძინა

სხეულის რომელი ნაწილები ბერდება ყველაზე ადრე და რომლები - ყველაზე გვიან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები