სამარხვო რეცეპტები

სამარხვო გემრიელობა - ტორტი „ესპრესო“

funtime

16:00 პარ. 26 მარტი

სამარხვო ტორტი „ესპრესო“
14
დაკოპირებულია

სამარხვო დესერტის მოყვარულებს Funtime ექსკლუზიურად გიზიარებთ გამოცდილი კონდიტერის ნონა კალანდაძის უგემრიელესი სამარხვო ტორტის რეცეპტს.

ცომისთვის საჭირო პროდუქტი:

სამარხვო მაიონეზი - 500 გრ.
სამარხვო მარგარინი „ონა“ - 1 ცალი
თაფლი - 2 სუფრის კოვზი
ცომის გამაფხვიერებელი - 40 გრ.
ფქვილი - 1კგ. 300 გრ.
კაკაო - 2 სუფრის კოვზი
შაქარი - 1 კგ.

ცომის მომზადების წესი:

პატარა ჯამში გაადნეთ მარგარინი, ჩაყარეთ შაქარი და კარგად აურიეთ.
ამ მასას დაუმატეთ მაიონეზი, თაფლი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.
გამოგივათ ფაფუკი ცომი, რომელიც სამ ნაწილად უნდა გაყოთ და ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე გამოაცხოთ.
სანამ ფირფიტები ცხვება, კრემის მომზადებას შეუდექით.

კრემისთვის საჭირო პროდუქტი:

სამარხვო სპრედი „დაჩა“ - 1 ცალი
ვანილი - 20 გრამი
სამარხვო ნაღების კრემი - 250 გრამი
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
შავი სამარხვო შოკოლადი - 150 გრ.

კრემის მომზადების წესი:

შაქარში და ფქვილი ერთმანეთში კარგად აურიეთ და ნელ-ნელა დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი.
ნელ ცეცხლზე, შეუჩერებელი მორევით ფაფა მოადუღეთ.
სანამ ფაფა გაგრილდება, ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი ნაღები.
გაგრილებულ ფაფას დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები, „დაჩა“, ვანილი და 2-3 წუთი კიდევ თქვიფეთ.

ტორტის აწყობა:

ტორტის ფირფიტებს შორის წაუსვით კრემი. მზა ტორტს თავზე გამდნარი სამარხვო შოკოლადი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მაიონეზის სამარხვო ტორტი

მაიონეზის ტორტი (სამარხვო)

სტაფილოს კატლეტი ღუმელში - უგემრიელ...

სტაფილოს კატლეტი

სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი...

კომბოსტოს ტოლმა

ბრინჯი მექსიკურად - გემრიელი და ნოყ...

ბრინჯის მომზადება

სამარხვო კრემიანი ფუნთუშები - ექსკლ...

კრემიანი ფუნჩულა მარტივი
რეცეპტი