სილამაზე/ჯანმრთელობა

7 კითხვა ჯანმრთელობაზე, რომელიც დედას უნდა დაუსვათ

fun time

11:40 ორშ. 7 აგვისტო, 2023 წელი

7 კითხვა დედასთან
ჯანმრთელობის შესახებ

14
დაკოპირებულია

ალბათ იცით, რომ ზოგი დაავადება ამა თუ იმ ოჯახის ისტორიაში თაობიდან თაობამდე მეორდება. მათი კონტროლის შესაძლებელია, თუ წინასწარ იცი მემკვიდრული განწყობა და რისთვის უნდა იყოთ მზად დედის მხრიდან, მაგრამ ადამიანებს სწორი კითხვების დასმა ხშირად ავიწყდებათ. ამასთან ჩვენი განვითარების ბევრი მახასიათებელი 90%-ით ჩვენი დედების მახასიათებლებს ჰგავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დრო გამონახოთ და მშობლებს, განსაკუთრებით დედას ჰკითხოთ, რა შეიძლება გარკვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად გააკეთოთ. არსებობს რამდენიმე კითხვა, რომელიც დედას ახლავე უნდა დაუსვათ.

1. ოჯახში ვინმეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა?

ამაზე საუბარი სასიამოვნო არაა, მაგრამ თუ ოჯახში მოულოდნელი სიკვდილის შემთხვევები იყო, ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან. თქვენ უნდა იცოდეთ ოჯახში გულის დაავადების ან ადრეული სიკვდილის ნებისმიერი შემთხვევის შესახებ - ქალებისთვის ეს 65 წლამდეა, მამაკაცებისთვის - 55 წლამდე - ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კარდიოლოგი ნიკოლ ჰარკინი.

გენეტიკა არავითარ შემთხვევაში არ არის ბედი ან განაჩენი.

ოჯახური სამედიცინო ისტორია უნდა იცოდეთ, რომ შესაბამისი კვებისა და ცხოვრების წესით ნებისმიერი რისკის ფაქტორი მინიმუმამდე დაიყვანოთ.

2. დედა, როდის დაგეწყო მენსტრუაცია და მენოპაუზა?

სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ გოგონა ყველაფერში, რაც მენსტრუაციულ ციკლს ეხება, დედას იმეორებს.

კალიფორნიის ირვინის ინტეგრირებული მედიცინის ცენტრის (UCI Medical Center) დირექტორი, ექიმი ფელის გერში გვირჩევს გავარკვიოთ, ჰქონდა თუ არა დედას ან მისი ოჯახის წევრს ისეთი გავრცელებული დაავადება, როგორიც პოლიკისტოზია. ბოლო კვლევების მიხედვით, გენეტიკაში ამ დაავადების არსებობა ზრდის შანსს, რომ პრობლემები მომავალ თაობებს ექნებათ.

3. გქონდა თუ არა პრობლემა ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებით?

ეს მნიშვნელოვანია იცოდეთ, სანამ დედობას თავად დაგეგმავთ. გახსოვდეთ, რომ ორსულობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი გენეტიკასთან კავშირშია.

„თქვენ უნდა იცოდეთ ნებისმიერი ოჯახური ისტორია, რომელიც რისკის ჯგუფს განეკუთვნება. ესენია: ორსულობის სპონტანური შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ.; ამის წინასწარ ცოდნის შემთხვევაში შეძლებთ ექიმთან ერთად სპეციალური მედიკამენტები დაგეგმოთ, რომლებიც მოსალოდნელ გართულებას აგაცილებენ,“ - ამბობს ნიუ-იორკის შტატის რეგიონალური პერინატალური ცენტრის (Regional Perinatal Centers in New York State) გინეკოლოგი დანიელ როჩამი.

4. ჩვენს ოჯახში ვინმეს ოდესმე კიბო ჰქონია?

ამ კითხვის დასმა ბევრს ეშინია, რადგან უსიამოვნო პასუხის მოსმენის არ სურს, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ასევე უნდა გაარკვიოთ, ჰქონდათ თუ არა კიბო ნათესავებს - ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეანობის კოლეჯის პროფესორი ლორი ჯეფერსი (Laurie S. Jeffers).

ყველამ არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სარძევე ჯირკვლის და საკვერცხის კიბოს გენეტიკური მიდრეკილება როგორც მამისგან, ასევე დედისგან გადადის, ადრეულ სკრინინგს კი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

5. შაკიკი გაწუხებს?

თავის ტკივილი პერიოდულად ყველას აწუხებს და ამას პრობლემად არ ვთვლით, მაგრამ შაკიკი სრულიად განსხვავებული დაავადებაა. შაკიკით გამოწვეული ტკივილი შეიძლება საათობით გაგრძელდეს და ძალა მთლიანად გამოგვაცალოს. მისი ამოცნობა შესაძლებელია შემდეგი სიმპტომებით:

  • სინათლის მიმართ მგრძნობელობა
  • გულისრევის შეგრძნება
  • მხედველობის პრობლემები

შაკიკის შემთხვევების 90% გენეტიკურია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამის შესახებ წინასწარ იცოდეთ.

6. კანის პრობლემები

კანის მოვლა სახეზე მალამოს წასმაზე მეტს ნიშნავს. გაარკვიეთ, დედას ოდესმე ხალი თუ მოუცილებია ან მელანომა თუ ჰქონია? თუ კი, მაშინ აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ კანის ყოველწლიური გამოკვლევები დერმატოლოგთან.

7. ოჯახში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი გვყოლია?

დედას თქვენგან დასამალი არაფერი აქვს, ამიტომ ეს კითხვა უნდა დასვათ. ამის გაგებით წარმოდგენა შეგექმნებათ, რამდენად მტკიცეა თქვენი ნერვიული სისტემა და რომელ ცხოვრებისეულ სიტუაციებში უნდა მიაქციოთ საკუთარ თავს მეტი ყურადღება.

ესეც დაგაინტერესებთ:

ნუმეროლოგია - გამოთვალეთ, რომელი დაავადებისკენ ხართ მიდრეკილი

მამის გენეტიკა - 7 რამ, რასაც შვილი მხოლოდ მამისგან იღებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას