სილამაზე/ჯანმრთელობა

ავიტამინოზის ნიშნები

fun time

12:00 ხუთ. 17 ივნისი, 2021 წელი

ავიტამინოზის ნიშნები

14
დაკოპირებულია

როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი და მინერალი აკლია ჩვენს ორგანიზმს, რათა შევარჩიოთ შესაფერისი პროდუქტები ან პოლივიტამინი. ჩაიხედეთ სარკეში და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

👉კანი უფერული და მოშვებულია, გაგიჩნდათ პიგმენტური ლაქები?

გჭირდებათ ვიტამინი C, რომელიც მთავარი კომპონენტია კოლაგენის წარმოსაქმნელად.
C ვიტამინის წყაროა - ციტრუსი, შავი მოცხარი, ასკილი, კივი, ვასლი, კომბოსტო, ბოლოკი, მწვანე სალათი, წიწაკა.

👉კანი მშრალია და იქერცლება, მასზე ჩნდება წითელი ლაქები?

გაკლიათ ვიტამინი A, რომელიც იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.
A ვიტამინის წყაროა - სტაფილო, გარგარი, ხახვი, ჭარხალი, კვერცხის გული, თევზის ქონი, ღვიძლი.

👉მცირე ტრავმისგან გიჩნდებათ ჩალურჯებები, სახეზე კი ძალიან დაგეტყოთ კაპილარები?

გაკლიათ ვიტამინი P, რომელიც, C ვიტამინთან ერთად, ამაგრებს სისხლძარღვების კედელს.
P ვიტამინის წყაროა - მწვანე ჩაი, ყურძენი, ასკილი, ჟოლო, ტკბილი წიწაკა, ნიორი, პამიდორი, ისპანახი.

👉გაქვთ ხშირი დერმატიტი, ტუჩებზე ნახეთქები, გექერცლებათ ნუნები?

გაკლიათ ვიტამინი B 2. ის მონაწილეობს უჯრედულ სუნთქვაში.
ვიტამინი B 2-ის წყაროა - საფუარი, ნუში, ხაჭო, კაკაო, კვერცხი, თევზი.

👉კანი ფერმკრთალია, იქერცლება და განაკაწრი დიდხანს არ ხორცდება, ამავე დროს გცვივათ თმა?

გაკლიათ ვიტამინი B7.
ვიტამინი B 7-წყაროა - ღვიძლი, ჭვავის პური, ნიგოზი.

👉კანი გაუხეშდა, თმამ კი ბზინვარება დაკარგა?

გაკლიათ ვიტამინი E. ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ებრძვის სიბერეს.
ვიტამინ E-ს წყაროა - თხილეული, მცენარეული ზეთი, გაღივებული ხორბალი, ზღვის პროდუქტები.

👉მშრალი კანი და ტუჩების სილურჯე გაქვთ?

გაკლიათ ვიტამინი PP, რომელიც უჯრედულ სუნთქვაში მონაწილეობს.
ვიტამინი PP-ს წყაროა - ქათმის ხორცი, არახისი, რძე, ყველი.

👉თმის ღერი გაგითხელდათ და თმა ძალიან გცვივათ, ამავე დროს გაქვთ გამონაყარი?

გაკლიათ ვიტამინი B 9.
B 9 ვიტამინის წყაროა - მწვანილი, ბოსტნეული. ეს ვიტამინი დამუშავებისას ადვილად იშლება, ამიტომ მისი მიღება სასურველია ტაბლეტებში.

👉ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ გამონაყარი?

შეიძლება, ვიტამინ B 9-სთან ერთად, სელენისა და თუთიის ნაკლებობას განიცდიდეთ.
სელენის წყაროა - ზღვის პროდუქტები, ხორბლეული.
თუთიის წყაროა - წიწიბურა, ქერი, ჭვავი, ლობიო, ქათმის ხორცი.

👉კანმა დაკარგა სიმკვრივე, თმებზე ბოლოჭამიები გაქვთ და ფრჩხილებიც გეყოფათ?

გაკლიათ კალციუმი.
კალციუმის წყაროა - რძის პროდუქტები, ნუში, რბილძვლოვანი თევზი.

👉თმა და ფრჩხილი ნელა გეზრდებათ და გაქვთ წვრილი გამონაყარი?

გაკლიათ მანგანუმი.
მანგანუმის წყაროა - ღვიძლი, ისპანახი, სტაფილო, ანანასი, ასკილი, ხორცი, თევზი.

შეისწავლეთ თქვენი სხეული და დაეხმარეთ მას!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები

მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებ...

Golden Delicious