სილამაზე/ჯანმრთელობა

დაბალი წნევის 9 ნიშანი - მიაქციეთ ყურადღება

funtime

16:00 პარ. 17 სექტემბერი

დაბალი წნევის სიმპტომები
14
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ დაბალი არტერიული წნევა ანუ ჰიპოტენზია შეიძლება ისეთივე საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის, როგორც მაღალი. თუ ქრონიკულად დაბალი არტერიული წნევის მატარებელი არ ხართ და ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, გირჩევთ ექიმს დროულად გაესინჯოთ. 

თავბრუდახვევა

სხეულის პოზიციის უეცარი ცვლილების შემდეგ თავბრუდახვევა და სისუსტე დაბალი წნევის სიმპტომებიდან ყველაზე გავრცელებულებულებია.

თუ ბოლო დროს თავბრუდახვევას ხშირად უჩივით (განსაკუთრებით დილით), აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

დაბნეულობა და კონცენტრაციის სირთულეები

სტრესული გარემო, ძილის ნაკლებობა ან ნერვიულობა შეიძლება დაბნეულობის და ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს.

ამასთან, ეს შეიძლება არტერიული წნევის დავარდნის სიმპტომიც იყოს - ტვინის უჯრედებამდე საჭირო რაოდენობის სისხლი ვერ აღწევს და ყურადღების კონცენტრირება გვიჭირს.

წყურვილი

თუ გამუდმებით წყალს სვამთ, მაგრამ წყურვილს ვერ იკლავთ, ეს შეიძლება დაბალი წნევის ნიშანი იყოს.

სხვათა შორის, პირიქითაც შეიძლება მოხდეს და დეჰიდრატაციამ შეიძლება არტერიული წნევის დაცემა გამოიწვიოს.

დეფოკუსირებული ხედვა

ეს მხოლოდ უსიამოვნო კი არა, ძალიან საშიში სიმპტომია. საქმე ისაა, რომ წნევის ვარდნით გამოწვეულმა დეფოკუსირებულმა ხედვამ ან თვალზე ბინდის გადაკვრამ შეიძლება მხედველობა დააზიანოს.

ამ შემთხვევაში, ნორმალური წნევის აღდგენის შემდეგაც კი მხედველობის პრობლემები შეიძლება დარჩეს, ამიტომაც არის ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი.

ცივი კანი

დაბალი წნევის დროს სხეული ცდილობს ,სისხლი უპირველეს ყოვლისა, სასიცოცხლო ორგანოებისკენ მიმართოს. ამან შეიძლება კიდურების სისხლით მომარაგება შეაფერხოს, რაც ხელების ან ფეხების გაციებით და კანის მოლურჯო-ნაცრისფერით შეიძლება ამოვიცნოთ.

აჩქარებული გულისცემა

არტერიული წნევის შემცირების დროს გული საკმარისი ოდენობით სისხლს ვერ იღებს და ცდილობს, დეფიციტი შეკუმშვების სიხშირის გაზრდით შეავსოს.

სხვათა შორის, არტერიული წნევის დაცემა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ გული გადაიღალა - ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმს უნდა მიმართოთ.

დაღლილობა

ხშირი დაღლილობა, რომლის დროსაც მარტივი მოქმედებებიც კი დიდ ენერგიას გართმევთ, შეიძლება სხვადასხვა სერიოზული დაავადების, მათ შორის, დაბალი წნევის სიმპტომი იყოს.

თუ ბოლო დროს ხშირად და სწრაფად იღლებით, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

მოწყენილობა და დეპრესია

ტვინისთვის სისხლის არასაკმარისმა მიწოდებამ შეიძლება, დეპრესიის სიმპტომების გამოვლენა გამოიწვიოს. კვლევებმა დაადასტურა, რომ დაბალი არტერიული წნევა დეპრესიის რისკს 30%-ით ზრდის.

აკონტროლეთ არტერიული წნევა - ის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც გავლენას ახდენს.

გულისრევა ან ღებინება

ტკივილიკუჭის არეში, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნის „კლასიკური“ სიმპტომებია, რასაც სისხლის ნაკადის ნაკლებობა და ტვინისა და გულის სიგნალებს შორის შეუსაბამობა იწვევს.

თუ ასეთ სიმპტომებს უმიზეზოდ გრძნობთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს და რაც მთავარია, არტერიული წნევა აკონტროლეთ.

🔰:

ფეხებში სიცივის შეგრძნება - რა შეიძლება იყოს მიზეზი?

ჯანსაღი ძილი - რა ტემპერატურა უნდა იყოს ოთახში?

წყლის სწორი მიღება - რა უნდა ვიცოდეთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ შევამოწმოთ იმ პროდუქტის ხარის...

ხაჭოს ცნობა

როგორ ვუშველოთ უძილობას – მიზეზები,...

როგორ ვუშველოთ უძილობას

7 ცვლილება, რომელსაც უმოძრაო ცხოვრე...

რა პრობლემებს იწვევს
დიდხანს ჯდომა?

5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა

ჯანმრთელობისთვის მავნე
ჩვევები

რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ა...

ძილის ხანგრძლივობა
ასაკში

გაფილტრული, ანადუღარი თუ ბოთლის? -...

წყალი - ონკანის, ბოთლის თუ
გაფილტრული?

შეიძლება თუ არა შოკოლადის ჭამა, თუ...

საშიშია თუ არა თეთრი
ნადები შოკოლადზე

რატომ არ შეუძლია კოღოს შიდსის ვირუს...

კოღო და შიდსის ვირუსი

სასარგებლოა თუ არა ქათმის ღვიძლი ჯა...

ქათმის ღვიძლის სარგებელი