სილამაზე/ჯანმრთელობა

ღამით ოფლიანობის 5 მიზეზი

fun time

15:22 კვი. 4 აპრილი, 2021 წელი

ძილში ოფლიანობის
მიზეზები

14
დაკოპირებულია

თუკი ღამე ხშირად გაღვიძებთ ოფლიანობა და ფიქრობთ, რომ უმიზეზოდ ოფლიანობთ, სინამდვილეში მიზეზი, რა თქმა უნდა, არსებობს - აი, რამდენიმე მაგალითი ამაში დასარწმუნებლად.

1. ალკოჰოლი

ალკოჰოლი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და, ფაქტობრივად, სხეულის ყველა ნაწილზე. სპირტი აჩქარებს პულსს და აფართოებს სისხლძარღვებს. თუკი ორგანიზმი ამ ნიშნებზე მიგანიშნებთ, მიირთვით დიდი რაოდენობით წყალი.

2. დაავადებები და წამლები

ღამის ოფლიანობა, შესაძლოა, დაავადებებსა და მედიკამენტებს უკავშირდებოდეს. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი ვირუსული ინფექცია ან გრიპია, როდესაც მატულობს ტემპერატურა და ორგანიზმი დაავადებას ებრძვის. ოფლიანობა ზოგჯერ დიაბეტზე ან ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიანიშნებს. ოფლიანობას იწვევს ანტიდეპრესანტებიც და სხვა პრეპარატებიც.

3. სტრესი

ხშირად სტრესი გარეგნულად არ შეინიშნება, მაგრამ სხვადასხვა სიმპტომებით გამოიხატება. მათ შორის, ოფლიანობითაც. სტრესისგან გათავისუფლება შესაძლებელია სუნთქვითი ვარჯიშებით, მედიტაციით, იოგითა და სპორტით.

4. სპორტი

ვარჯიშის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება სითბო, რომელიც თანდათანობით გადის სხეულიდან, მათ შორის ძილშიც.

5. მატრასი და თეთრეული

მათი შემადგენლობიდან გამომდინარე ორგანიზმი ხშირად ხურდება, რაც იწვევს ოფლიანობას. სხეულის გარშემო აუცილებლად უნდა ტრიალებდეს ჰაერი, ხოლო საძინებელში უნდა იყოს სიგრილე. თუკი თქვენს საძინებელში საკმარისზე მაღალი ტემპერატურაა და თანაც თეთრეული არ გაძლევთ ღამით მოსვენების საშუალებას, ახლა უკვე იცით მიზეზი და აუცილებლად გაითვალისწინეთ.

ასევე საინტერესოა 🔰:

◽ საჭიროა თუ არა თეთრეულის დაუთოება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე