სილამაზე/ჯანმრთელობა

მეცნიერები პასუხობენ კითხვას: უნდა დავაუთოოთ თუ არა ლოგინის თეთრეული?

fun time

11:00 პარ. 29 იანვარი, 2021 წელი

თეთრეული დაუთოება და მისი
შედეგები

14
დაკოპირებულია

ამჯერად ბრიტანელი მეცნიერების აზრს მოგახსენებთ...

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დიასახლისების გადაჭარბებულმა მონდომებამ შეიძლება მძინარე ადამიანების ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს.

ექსპერტების მტკიცებით, დაუთოების შემდეგ ქსოვილი ზედმეტად მკვრივი ხდება, რაც კანის „სუნთქვას“ ხელს უშლის. კანი ძილის დროს კარგავს ტენის ათვისების უნარს, რაც განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ღამით ოფლიანობა ახასიათებთ.

კი, მაგრამ ბავშვები? - იკითხავთ თქვენ. თერმულად დამუშავებული თეთრეულის კომპლექტი, სხვა სიკეთეებთან ერთად, მიკრობებისგანაც ხომ გვიცავს?
ამასთან დაკავშირებით მეცნიერები უთოს ორთქლის ჭავლის გამოყენებას გვირჩევენ, რომლის დახმარებითაც ქსოვილს დეზინფექცია პირდაპირი კონტაქტის გარეშე არის შესაძლებელი.

თუ ამ არგუმენტებმაც ვერ დაგარწმუნათ, სპეციალისტებს კიდევ რამდენიმე აქვთ მარაგში. მაგალითად:

ფსიქიატრების დაკვირვების თანახმად, ადამიანები, რომლებიც დაუთოებულ თეთრეულზე დაძინებას არიან მიჩვეული, კრიტიკის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან და მას არაადეკვატურად, დიდი უკმაყოფილებით აღიქვამენ. ასეთი ადამიანები სხვებს გამუდმებით ჭკუას არიგებენ და ამაზე დიდ ძალისხმევას ხარჯავენ. საბოლოოდ კი - ხშირად მარტო რჩებიან.
დასკვნა მარტივია! გათხოვება გინდათ? დაანებეთ თავი თეთრეულის დაუთოებას და ეს დრო პაემანზე გაატარეთ.

სხვათა შორის, ეს ერთადერთი საოჯახო საქმე არ არის, რომლის წინააღმდეგაც მეცნიერები გაერთიანდნენ. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ დილაობით ლოგინის ალაგებაც საზიანოა, ყოველ შემთხვევაში დაუყოვნებლივ. უნდა დაიცადოთ, სანამ თეთრეული გაშრება - გახოვდეთ, რომ მასზე ოფლის ნაწილაკები ყოველთვის რჩება.

გარდა ამისა, მეცნიერების აზრით, სახლში საჭმლის მომზადებაც საზიანოა - ქალებს, რომლებიც გაზქურასთან დიდხანს დგანან, გულსისხლძარღვთა დაავადებები სხვებზე ხშირად აწუხებთ. გაზქურაზე კერძების მომზადება კი ფილტვის კიბოს რისკს ზრდის.

გადასარევია ამბებია, რას იტყვით?! 😊


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები