სილამაზე/ჯანმრთელობა

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღოებთან საბრძოლველად კოღოს ახალი სახეობა შექმნეს

fun time

22:44 პარ. 19 ივლისი

ინფექციური დაავადება
დენგე

14
დაკოპირებულია

კოღოები მრავალ ვირუსულ დაავადებას, მათ შორის, დენგეს, ზიკას, მალარიას, ყვითელ ცხელებას და ჩიკუნგუნიას ავრცელებენ. ეს საშიში ვირუსებია, რომლებიც წელიწადში დაახლოებით, 700 000 ადამიანს კლავენ. სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საშიში ვირუსების გამავრცელებელ მწერებთან უშედეგო ბრძოლით დაღლილმა ინდონეზიელმა მეცნიერებმა კოღოებთან მებრძოლი კოღოს სახეობა შექმნეს.

კვლევამ დაადასტურა, რომ ხელოვნურად გამოყვანილი კოღოების ბუნებაში გაშვების შემდეგ მოსახლეობაში საშიში ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა.

ყველაზე საშიში დაავადება

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით ინფიცირება ემუქრება - ამ გაფრთხილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაიზარდა.
„მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგეს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება", - ნათქვამია განცხადებაში.

დენგეს ძირითადი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი თვალების არეში, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება ან გამონაყარი.

1970 წლამდე დენგეს მძიმე ფორმის ეპიდემია მხოლოდ ცხრა ქვეყანაში გამოვლინდა. ამჟამად ეს დაავადება აფრიკის, ამერიკის, ხმელთაშუა ზღვისპირეთის აღმოსავლეთის და წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილის 100 ქვეყნისათვის ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.

ინდონეზიელების აღმოჩენა

საშიში ვირუსების გამავრცელებელ კოღოებთან ბრძოლის ინდონეზიური მეთოდის დამსახურებით, ამ ქვეყანაში დენგეს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები - 77%-ით, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კი 86%-ით შემცირდა.

ეს ახალი სახეობის კოღოების დამსახურებაა, რომლებიც ბაქტერია ვოლბაჩიას მატარებლები არიან. ისინი ველურ ბუნებაში გამრავლდნენ და სხვა კოღოების განდევნა დაიწყეს.

დიახ, საშიში ვირუსების მატარებელი კოღოების დასამარცხებლად მეცნიერებმა უვნებელი კოღოს გენომის გაძლიერება გადაწყვიტეს.

დასაწყისისთვის, ინდონეზიაში, შემთხვევით შერჩეულ ადგილებში ვოლბაჩიას ბაქტერიის მატარებელი, დაახლოებით, ექვსი მილიონი კოღო გაუშვეს. დადებითი შედეგების მიღების შემდეგ დაფარვის ზონა გაფართოვდა, რაც მეცნიერებს დენგეს წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების იმედს აძლევს.

***

ცნობისთვის, საქართველოში დენგეს ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა 2013 წელს, შემდეგ კი 2016 და 2017 წლებში დაფიქსირდა. დენგეს დიაგნოზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა.

რჩევა - თუ ახლახან იმოგზაურეთ რეგიონში, სადაც დენგეს ინფექციაა გავრცელებულია და მაღალი ტემპერატურა გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

ზოგადად, დენგეს ცხელება დაახლოებით ერთ კვირას გრძელდება, თუმცა არსებობს გართულებებიც, რა დროსაც ზიანდება სისხლძარღვები და ეს იწვევს: სისხლდენას პირისა და ცხვირის ღრუდან, კანქვეშა სისხლდენას, რომელიც ჰგავს დაბეჟილობას, ფილტვების, ღვიძლის ან გულის პრობლემებს.

ესეც დაგაინტერესებთ:

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კოღო არ არის

კოღოს საწინააღმდეგო ხალხური მეთოდები

როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში ობობა ვიპოვეთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლ...

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები

ადამიანის ნერწყვი მორფინზე ძლიერ გა...

ადამიანის ნერწყვი